მომღერალი სოფო ნიჟარაძე ბოლო დრომდე არ ასაჯაროვებდა ქალიშვილის ფოტოებს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლისა და საახალწლო გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ, პატარა ელის მარია ყველამ გაიცნო. ინსტაგრამ-გვერდზე ელისის მორიგი ფოტოს გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოფოს გამომწერები კომპლიმენტებს არ იშურებენ მომღერლის ქალიშვილისთვის და ასევე, ტრადიციულად, ცდილობენ დაადგინონ, ვის ჰგავს უფრო მშობლებიდან. ბევრი აღნიშნავს კომენტარებში, რომ ელისი დედის ასლია, სხვები ამბობენ, რომ მამამისს - მიხეილ სააკაშვილს ჰგავს ძალიან, თუმცა გამომწერების უმრავლესობა ბებოს ამსგავსებს - გიული ალასანიას.
მიხეილ სააკაშვილი ბავშვობაში
სოფო ნიჟარაძის ბავშვობის ფოტო