ბევრ მშობელს აინტერესებს, როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ბაგა-ბაღებში, ამიტომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით.
როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, საჯარო სკოლების მსგავსად, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. ბაღები მხოლოდ აღდგომის პერიოდში, 22-25 აპრილს დაისვენებენ.
რაც შეეხება სკოლებს, საგაზაფხულო არდადეგები იქ 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა სკოლებშიც: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ სკოლებშიც.