ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია ბოლო პერიოდია, თავისუფალ დღეებს თავის რჩეულთან - ცნობილი ექიმების ქალიშვილ ლიზა ჩიჩუასთან ერთად ატარებს. ვალენტინობას - სიყვარულის დღეს წყვილი ერთად შეხვდა. ირაკლიმ ამის აღსანიშნავი ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოს, რომელზეც წყვილი ერთად არის აღბეჭდილი, ხელში წითელი გულით, ირაკლიმ ცნობილი ფრაზა დააწერა: All we need is love. მოგვიანებით კი დადო ფოტო ყვავილებით და შემდეგი ტექსტით: "არ გჭირდებათ განსაკუთრებული თარიღი, რათა გამოხატოთ თქვენი გრძნობები. გიყვარდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყოველი წამი, რადგან ეს მომენტი უნიკალური და განუმეორებელია. მიყვარხარ, ლიზა".
წყვილს ბევრი ულოცავს და ქათინაურებით ავსებს კომენტარებში, ზოგიერთები კი მომავალზე ეკითხებიან: "როდის იქნება ქორწილი?" "ქორწილს ველოდებით".