"აღდგომას რუსული მფრინავი რაკეტა ოდესაში ოჯახს ანადგურებს, 3 თვის ბავშვი იღუპება... ამიხსენით, რა ხდება?" - მაქსიმ გალკინის მწვავე გამოსვლა ისრაელიდან - მშობლები
ალა პუგაჩოვას ქმარი, ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი ომის დაწყების დღიდან ისრაელშია და სწორედ იქიდან წერს ვიდეომიმართვებს, რომლებშიც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ცნობილი იყო, რომ ალა პუგაჩოვას ოჯახი ეწინააღმდეგებოდა პუტინის ხელისუფლებას და ახლა ეს კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა. ამჯერად გალკინმა აღდგომას ოდესაში დატრიალებული ტრაგედია გააპროტესტა.