"დედა!!! რა საშინელი გრძნობაა უშენობა…" - დაწერა სოციალურ ქსელში მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ და იქვე გამოთქვამს მისი ბევრი მეგობარი წუხილს ამ ამბის გამო.
ცნობილია, რომ თაკო და ნინო გაჩეჩილაძეების დედა თინა მომღერალი გახლდათ. მათი მამა გივი გაჩეჩილაძე ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელსაც ვარსკვლავიც გაუხსნეს ფილარმონიის წინ, თბილისის "ბიგ ბენდის" ხელმძღვანელია, წლების წინ კი ანსამბლ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო და სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე თინა, რომელიც ანსამბლში მღეროდა.