სახელის მნიშვნელობაზე არაერთხელ გვისაუბრია და იმაზეც, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა შვილის სახელს ვარჩევთ. მაგალითად, რა მნიშვნელობის მატარებელია, როგორ გაჟღერდება ეს სახელი წლების შემდეგ, რამდენად ადვილი წარმოსათქმელია, ხომ არ დასცინებენ ამ სახელის გამო თანატოლები და ა.შ. ეს საერთაშორისო სახელების სიაა, რომლებიც თურმე 2022 წელს დაბადებულ გოგონებში არის პოპულარული და ცოტა ხანს კიდევ იქნება. ძირითადად, მნიშვნელობის და იმის მიხედვით, რომ კარგი მნიშვნელობის მატარებელი სახელებია, ყველა ენაზე შეიძლება წარმოთქმა და კარგი ენერგეტიკა აქვს თურმე, წარმატების მომტანი იქნება გოგონასთვისო, ამბობენ.
- იზაბელა (ბელა) - ნიშნავს "ღმერთს მიძღვნილი". ძალიან გავრცელებულია ესპანეთსა და საფრანგეთში. ბევრი მონარქი ატარებდა ამ სახელს.
- მარგო - ნიშნავს "მარგალიტს".
- მია - იტალიური სახელი, რომელიც ნიშნავს "ჩემს".
- მილა - ესპანური სახელი, რომელიც ნიშნავს "სასწაულს".
- ნოვა - პოპულარული სახელი შვედეთში, რომელიც ნიშნავს "ახალს" და ასევე ვარსკვლავს, რომელიც მოულოდნელად ბრწყინდება ხოლმე.
- სოფია - პოპულარული სახელი, რომელიც ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს "სიბრძნეს".
- ივა - ინგლისური სახელი, როელიც წონასწორობის, ცოდნისა და ზრდის სიმბოლოა.
კიდევ ბევრი სახელი, გოგოსა და ბიჭის, ანბანის მიხედვით და მათი მნიშვნელობებით იხილეთ ბმულზე