საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.
ნებისმიერი სიახლისა და ცვლილების შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას.
იქამდე კი შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად ივნისის ბოლოს სრულდება ხოლმე და ოფიციალურად ბაღები უქმე დღეებში დაისვენებენ. ესენია:
- 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
- 23 ნოემბერი - გიორგობა
- 7 იანვარი - შობა
- 19 იანვარი - ნათლისღება
- 3 მარტი - დედის დღე
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის არდადეგებთან დაკავშირებით კი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
თამარ იაკობაშვილი
რა სიახლეები დაგხვდებათ სექტემბრიდან სკოლებში