პედიატრის პასუხი აქტუალურ შეკითხვაზე გაინტერესებთ, რატომ არ არის რეკომენდებული წლამდე ასაკის ბავშვისთვის ბულიონის ჭამა? ამ შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ მკითხველები. აქტუალურ შეკითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ხატია შუკაკიძე:
- ქათმების, რომლებიც მარკეტებსა თუ ბაზრებშია წარმოდგენილი, მწარმოებელი კომპანიები მათი ვარგისიანობის შენარჩუნების მიზნით იყენებენ სხვადასხვა ანტიბაქტერიულ ნივთიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაა სასარგებლო არათუ ბავშვისთვის, არამედ დიდისთვისაც.
ბულიონის სასარგებლო თვისებები არცთუ ბევრია, ვინაიდან იგი მზადდება ნახარშზე, რომელიც საკმაოდ გაჯერებულია ცხიმით, შესაბამისად მცირე ასაკის ბავშვებს არ შესწევთ უნარი მისი იოლად და უმტკივნეულოდ მონელებისათვის, ამასთან, გაცილებით მეტ სარგებელს ნახავთ, თუკი მოუმზადებთ სხვადასხვა ბოსტნეულით გაჯერებულ მრავალფეროვან სუპს და შიგ დაუმატებთ ცალკე მოხარშულ ხორცს (რომელიც უნდა მზადდებოდეს არანაკლებ 2 საათისა, მოიქაფოს ხშირად და გასუფთავდეს ყოველი წამოქაფების დროს). კარგად გარეცხილი, ჯანმრმთელი ძროხის ენა, მოხარშული (არანაკლებ 2-საათიანი ხარშვის ხანგრძლივობა) შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს პატარას, მისთვის მისაღები ფორმით - იქნება ეს პიურესთან ერთად თუ დაბლენდერებული სახით.