ბანაობა საფენებში - ახალშობილებს უცნაური მეთოდით აბანავებენ
ბანაობა საფენებში - ახალშობილებს უცნაური მეთოდით აბანავებენ
ექიმებისა და მედდების აზრით, ეს საშუალებას აძლევს ბავშვს, მაქსიმალურად მოდუნდეს დაბადების შემდგომი სტრესის შემდეგ. მრავალი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში პრაქტიკაში იყო ახალშობილების დაბანის ერთი და იგივე მეთოდი: მტირალი ბავშვი მიჰყავდა ექთანს და ჩქარ-ჩქარა აშორებდა ტანიდან ლორწოსა და სისხლს. მაგრამ ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ეს არასწორია.

უჩელტ-პადრეს საავადმყოფოში (ა.შ.შ.) დაინერგა ახალშობილის მაქსიმალურად კომფორტული დაბანის მეთოდი. მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ მშობლები თავისუფლად ახვევენ ბავშვს საფენებში და მხრებამდე აწვენენ თბილ წყალში. ”ბანაობის დროს საჭიროა
ფრთხილად მოხდეს კიდურების მასირება. ბავშვებს ისე სიამოვნებთ ამგვარი ბანაობა, რომ უმეტესობას ეძინება ბანაობის პროცესში”, - აბობენ მედდები. საავადმყოფოში ჩატარდა გამოკვლევაც:

სველი ღრუბელით დაბანის დროს ახალშობილების 93% ტიროდა, ხოლო რბილი მეთოდით დაბანისას - მხოლოდ 38%.
mshoblebi
"ახალშობილები ძალიან მშვიდები, სუფთები და ბედნიერები არიან, ვიდრე ღრუბელით დაბანის დროს", - ამბობს მედდა შელი კალკინსი.

შემოთავაზებულ მეთოდს ვერ ვუწოდებთ რევოლუციურად ახალს. ძველად ამ მეთოდით ბევრი ხელმძღვანელობდა. დაინერგება თუ არა მსოფლიოს სამშობიაროებში ეს მეთოდი - დრო გვიჩვენებს.
4385
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```