"მანქანის დაძვრისთანავე გოგონას მშობიარობა დაეწყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა''
სასწრაფოს ექიმებმა მანქანაში ქალი ამშობიარეს. ყველაფერი კი ერთ-ერთი მორიგი გამოძახებით დაიწყო. ორხევში ბრიგადა ორსული ქალის მუცლის ტკივილის გამო მიდიოდა. ადგილზე მისვლისთანავე ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზება აუცილებელი იყო.
"მანქანის დაძვრისთანავე გოგონას მშობიარობა დაეწყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. მანქანა გავაჩერეთ და სამივემ ოპერატიულად ვიმოქმედეთ. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მძღოლი - დავით ივანეიშვილიც, რომელიც სამეანო პაკეტების აღებისთვის დროს არ გვაკარგინებდა და ყველა ჩვენს მითითებას ასრულებდა. ამ დროს ბავშვის მამაც მანქანაში იყო და დაბნეული გვადევნებდა თვალს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
პატარას დაბადების შემდეგ ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ. ჩვილი თბილად გავახვიეთ და ზუსტად 8 წუთში საავადმყოფოში ვიყავით", - იხსენებს უფროსი ექიმი ნინო კვირიაშვილი.
მშობიარობიდან ორ საათში "უნიმედ-კახეთს" ბრიგადის მეორე ექიმი - თამარ კობერიძე დაუკავშირდა და დედისა და პატარა გაბრიელის მდგომარეობა იკითხა. "ორივენი კარგად არიან. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ახლა დედა-შვილი საავადმყოფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან", - ამბობს თამარი.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ინფორმაციით, დღევანდელი დილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პირველი რაიონული სამსახურის ექიმებისთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება, რადგან მათ სასწრაფოს მანქანაში, ექსტრემალურ ვითარებაში მიიღეს მშობიარობა. დედა და პატარა გაბრიელი ახლა "უნიმედ-კახეთში" იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.