რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას და რა დახმარება ეწევა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილს რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას და რა დახმარება ეწევა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილს? ამ შეკითხვაზე ღუდუშაურის კლინიკის ახალი ნეონატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეონატოლოგი შორენა ჭანკვეტაძე გვიპასუხებს:
- ორსულობის 23-დან 37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება, დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ნაადრევ მშობიარობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - დედის ავადმყოფობა, ინტოქსიკაცია, ფიზიკური და ემოციური დატვირთვა. ნაადრევი მშობიარობა ხშირია აბორტების, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის, აგრეთვე დედის ენდოკრინული და ნერვული დარღვევების ფონზე. ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის მიდამოში, ასევე მცირე სისხლიანი გამონადენი. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე ორსულმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს. ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოვრებისა და კვების მართებულ რეჟიმს, ინფექციისა და ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას, ორსულის ამა თუ იმ დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ორსულობის დაგეგმვას და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. სამწუხაროდ, ყველა ორსული ვერ იცავს საჭირო ნორმებს, ასევე მოქმედებს გენეტიკური ფაქტორიც.
- რა პირობების შექმნაა საჭირო ნაადრევად დაბადებული ახალშობილისთვის?
- ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებული ბავშვები სასწრაფოდ საჭიროებენ ადექვატურ სამედიცინო დახმარებას.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი ისე იგრძნონ, როგორც დედის მუცელში. ამისთვის მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ. სპეციალურ ინკუბატორებში დაცული უნდა იყოს ტემპერატურული ნორმები. შექმნილი გარემო და სამედიცინო აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების გაზრდის და გამოჯანმრთელების პროცესში. ჩვენთან დაბადებულან ბავშვები, რომლებიც იწონიდნენ 650, 850 გრამს, რამდენიმე დღის წინ ისინი კლინიკაში გვესტუმრნენ და სპეციალურად მათთვის მოვაწყვეთ ფოტოსესია. გვინდა ვუთხრათ ყველა მშობელს, არასდროს დაკარგოთ იმედი, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასწაულს, ვხედავთ, თუ როგორ იბრძვიან სიცოცხლისთვის ჩვენი პატარები და უმეტეს შემთხვევაში ისინი აღწევენ მიზანს, აბარებენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას, გაზრდილები და ჯანმრთელები უბრუნდებიან თავიანთ მშობლებს.
პერინატალური ცენტრის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ როდესაც პრობლემური ორსული მშობიარობს და დაზუსტებით ვიცით, რომ ბავშვს აუცილებლად დასჭირდება სამედიცინო დახმარება, არ იკარგება სიცოცხლის პირველი ოქროს წუთები. ერთი სივრცის ქვეშ, წამებში ხდება ბავშვის გადაყვანა ნეონატალურ განყოფილებაში. ასე რომ, ბავშვისთვის საუკეთესო ტრანსპორტი დედის მუცელია, თუ ბავშვს ესაჭიროება ჩვენი დახმარება, ის მყისიერად მიიღებს მას.
ახალშობილთა განყოფილებას, რომელიც ოფიციალურად 2016 წლის 14 მაისს იხსნება, თავისი მასშტაბებითა და პოტენციალით ანალოგი არ გააჩნია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კლინიკას პრობლემურ ახალშობილთა მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამას მოწმობს ათასობით გადარჩენილი ბავშვი, რომელთა მშობლებიც სოციალური ქსელის თუ სხვა არხების მშვეობით მადლობას გამოხატავენ კლინიკის მიმართ.
"ნატალი მოდებაძე 2015 წლის 21 აპრილს, 34 კვირის ვადაზე დაიბადა. 1,500 იწონიდა და 37 სანტიმეტრი იყო. ახლა 10 თვის, ჯანმრთელი დ აენერგიით სავსე გოგოა. ღმერთმა არ მოგაკლოთ მადლიერი პაციენტები, კიდევ მრავალი პატარა გადაგერჩინოთ და გაგეხარებინოთ დედები, მადლობა მთელ კოლექტივს" - ნატალის დედიკო, ნინი კილაძე. წაიკითხეთ სრულად