ეს ბავშვი დაბადებისას 800 გრამს იწონიდა - როგორ ზრდიან საქართველოში დღენაკლულ ბავშვებს
Prev
2 / 2

მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი ისე იგრძნონ, როგორც დედის მუცელში. ამისთვის მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ. სპეციალურ ინკუბატორებში დაცული უნდა იყოს
ტემპერატურული ნორმები. შექმნილი გარემო და სამედიცინო აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების გაზრდის და გამოჯანმრთელების პროცესში. ჩვენთან დაბადებულან ბავშვები, რომლებიც იწონიდნენ 650, 850 გრამს, რამდენიმე დღის წინ ისინი კლინიკაში გვესტუმრნენ და სპეციალურად მათთვის მოვაწყვეთ ფოტოსესია. გვინდა ვუთხრათ ყველა მშობელს, არასდროს დაკარგოთ იმედი, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასწაულს, ვხედავთ, თუ როგორ იბრძვიან სიცოცხლისთვის ჩვენი პატარები და უმეტეს შემთხვევაში ისინი აღწევენ მიზანს, აბარებენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას, გაზრდილები და ჯანმრთელები უბრუნდებიან თავიანთ მშობლებს.
პერინატალური ცენტრის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ როდესაც პრობლემური ორსული მშობიარობს და დაზუსტებით ვიცით, რომ ბავშვს აუცილებლად დასჭირდება სამედიცინო დახმარება, არ იკარგება სიცოცხლის პირველი ოქროს წუთები. ერთი სივრცის ქვეშ, წამებში ხდება ბავშვის გადაყვანა ნეონატალურ განყოფილებაში. ასე რომ, ბავშვისთვის საუკეთესო ტრანსპორტი დედის მუცელია, თუ ბავშვს ესაჭიროება ჩვენი დახმარება, ის მყისიერად მიიღებს მას.

mshoblebi
ახალშობილთა განყოფილებას, რომელიც ოფიციალურად 2016 წლის 14 მაისს იხსნება, თავისი მასშტაბებითა და პოტენციალით ანალოგი არ გააჩნია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კლინიკას პრობლემურ ახალშობილთა მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამას მოწმობს ათასობით გადარჩენილი ბავშვი, რომელთა მშობლებიც სოციალური ქსელის თუ სხვა არხების მშვეობით მადლობას გამოხატავენ კლინიკის მიმართ.

"ნატალი მოდებაძე 2015 წლის 21 აპრილს, 34 კვირის ვადაზე დაიბადა. 1,500 იწონიდა და 37 სანტიმეტრი იყო. ახლა 10 თვის, ჯანმრთელი დ აენერგიით სავსე გოგოა. ღმერთმა არ მოგაკლოთ მადლიერი პაციენტები, კიდევ მრავალი პატარა გადაგერჩინოთ და გაგეხარებინოთ დედები, მადლობა მთელ კოლექტივს" - ნატალის დედიკო, ნინი კილაძე. წაიკითხეთ სრულად
Prev
2 / 2
4649
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამარი
0
პაწუკები
11:04 / 16-01-2018
მსგავსი სიახლეები
```