„მშობლების მთავარი შეცდომა სხვების (მეზობლების, დაქალების) აზრების გათვალისწინებაა“
„მშობლების მთავარი შეცდომა სხვების (მეზობლების, დაქალების) აზრების გათვალისწინებაა“
1 / 2
Next
ახალშობილის სწორი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მშობლის აქტიური კომუნიკაცია პედიატრთან, რომელიც მისი შვილის უნარებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველთვიურად შეამოწმებს. ხშირად ისმის შეკითხვები ახალშობილებთან დაკავშირებით, მაგალითად, რომელ თვეზე რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი, შეიძლება თუ არა მივცეთ წყალი ძუძუთი კვებისას, რამდენად მრავალფეროვანი უნდა იყოს წლამდე ბავშვის მენიუ, გამოვიყენოთ თუ არა ჭოჭინა და ა.შ სწორედ ამ და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი-პედიატრ ლალი გელაშვილს მივმართთეთ.

- რა პროცედურები უნდა გაიაროს და რა აუცილებელი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს წლამდე ბავშვს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე?

- სამშობიარო სახლში დაბადებული ახალშობილი არის ექიმ-ნეონატოლოგის და მედდის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი პირველივე შეფასება ხდება სამშობიარო ბლოკში და შემდგომ ახალშობილთა განყოფილებაში ნეონატოლოგის მიერ. აქ ხდება მისი სრული გასინჯვა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქომოტორული განვითარების შეფასება. ტარდება სმენის სკრინინგი, გულის თანდაყოლილი კრიტიკული მანკების სკრინინგი, კეთდება ბიოქიმიური სკრინინგი (სხვადასხვა პათოლოგიის და დაავადების გამოსავლენად), დგინდება ბავშვის სისხლის რეზუსი და ჯგუფის კუთვნილება. ბევრ სამშობიარო სახლში ყველა ახალშობილს უკეთდება სისხლის საერთო ანალიზი, ნეიროსონოსკოპიური კვლევა.

ამავე პერიოდში იწყება იმუნიზაცია ბცჟ და B -ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ. დედებს ეძლევათ რეკომენდაცია 1 თვის ასაკში ბ/ნევროლოგის კონსულტაციის და 3 თვის ასაკში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიური კვლევის შესახებ.

სამშობიარო სახლიდან გაწერიდან 1კვირაში ან 10დღეში სავალდებულოა ბავშვის გასინჯვა და მისი მდგომარეობის შეფასება.
1 წლამდე ასაკში სავალდებულოა ყოველთვიური ვიზიტი ექიმ-პედიატრთან, სადაც მოხდება ბავშვის ფიზიკური, ნევროლოგიური სტატუსის და ფსიქომოტირული განვითარების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში პედიატრი ჩართავს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას ან გამოკვლევას.

2 თვის ასაკიდან იწყება გეგმიური ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, აქაც ვაქცინაციის დაწყებამდე ხდება ბავშვის მდგომარეობის შეფასება, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი.


აცრების კალენდარი - საჭირო ინფორმაცია ყველა მშობლისთვის

- როდის, რომელ თვეზე რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი?

- ახალშობილი: დღის უმეტეს ნაწილს ატარებს ძილში, იკვებება (ძუძუთი კვება ან ხელოვნური კვება), ნებისმიერ დისკომფორტს პასუხობს ტირილით, ახასიათებს არითმული სუნთქვა, თერმოლაბილურია.
1 თვისას ხელი მიაქვს სახესთან, მუცელზე წოლის დროს თავს ატრიალებს, თვალს აყოლებს ობიექტს, რომელიც სახის შუა ხაზიდან დაახლოებით 15 სმ-ს მანძილზეა განთავსებული, განსაკუთრებით კი - მკვეთრ ფერებს. რეაგირებს ხმაურზე, შესაძლოა ნაცნობ ხმაზე შეაბრუნოს თავი ან გადაიტანოს მზერა.

mshoblebi

6 კვირის - ურთიერთობას ამყარებს მხედველობის არეში არსებულ საგნებთან, იღიმის, ღუღუნებს, მუცელზე წევს, თავს იჭერს.
3 თვის - აქტიურობა მომატებულია, მუცელზე წოლის დროს თავს 45გრადუსით ატრიალებს, შეუძლია მიწვდეს ჩამოკიდებულ სათამაშოს, ნაცნობ ხმებზე რეაგირებს ღიმილით, გამოსცემს ბგერებს, თვალს აყოლებს მხედველობის არეში არსებულ ობიექტებს.

5-6 თვე - მყარად უჭირავს თავი, ცდილობს დაჯდომას, ზის დახმარებით, მუცელზე წოლის დროს შეუძლია გვერდზე გადაბრუნდეს, შეუძლია შეინარჩუნოს დგომის პოზიცია, მისწვდეს ობიექტს, მანძილზე ცნობს ნაცნობ ადამიანს, ყურადღებით უსმენს ადამიანების ხმას, სპონტანურად იღიმება, გამოსცემს აღტაცების ხმას, ეთამაშება სათამაშოებს, ეღუღუნება მათ.
7 თვე: ჯდება დამოუკიდებლად, შეუძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, ობიექტი გადააქვს ხელიდან ხელში, მიაწოდებს კიდეც მათ, უჭირავს თავისი ბოთლი, აკვირდება დავარდნილ სათამაშოს, აცნობიერებს საგნის დასახელებას, გამოსცემს ხმოვან და თანხმოვანის შემცველ ბგერებს, თამაშის მოლოდინში რეაგირებს, თამაშობს დახუჭობანას.
9 თვე: მყარად ზის, ცოცავს, გამართული დგება, ცდილობს მოიპოვოს სასურველი სათამაშო, ეძებს სათამაშოს, მუცელზე წოლის დროს შეუძლია წამოჯდეს, შეუძლია დადგეს სხვისი დახმარებითან რაიმეზე ჩაჭიდებით. იმეორებს უფროსების მიერ წარმოთქმულ ბგერებს: „დე-და,“ „მა-მა“, ტაშს უკრავს, ემშვიდობება ხელის მოძრაობით.
12 თვე: დადის დახმარებით და დაყრდნობით, 1-2 ნაბიჯს დგამს დამოუკიდებლად. ფეხზე დგას დამოუკიდებლად მოკლე დროით. სვავს ჭიქიდან, გამოთქვამს რამოდენიმე სიტყვას, მონაწილეობის მიღების სურვილს და ქმედებასაც გამოხატავს ჩაცმის დროს.


- რა მნიშვნელოვანი სიმპტომები არ უნდა გამოეპაროს მშობელს, რაც შეიძლება ერთგვარი მანიშნებელი იყოს ამა თუ იმ პრობლემისა?


გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
5927
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?