"ინტერნეტი ექიმის დიპლომს არ იძლევა" - ცნობილი ექიმის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე, როგორ უნდა ვითარდებოდეს და იკვებებოდეს წლამდე ასაკის ბავშვი ახალშობილის სწორი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მშობლის აქტიური კომუნიკაცია პედიატრთან, რომელიც მისი შვილის უნარებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველთვიურად შეამოწმებს. ხშირად ისმის შეკითხვები ახალშობილებთან დაკავშირებით, მაგალითად, რომელ თვეზე რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი, შეიძლება თუ არა მივცეთ წყალი ძუძუთი კვებისას, რამდენად მრავალფეროვანი უნდა იყოს წლამდე ბავშვის მენიუ, გამოვიყენოთ თუ არა ჭოჭინა და ა.შ სწორედ ამ და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი-პედიატრ ლალი გელაშვილს მივმართთეთ.
- სამშობიარო სახლში დაბადებული ახალშობილი არის ექიმ-ნეონატოლოგის და მედდის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი პირველივე შეფასება ხდება სამშობიარო ბლოკში და შემდგომ ახალშობილთა განყოფილებაში ნეონატოლოგის მიერ. აქ ხდება მისი სრული გასინჯვა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქომოტორული განვითარების შეფასება. ტარდება სმენის სკრინინგი, გულის თანდაყოლილი კრიტიკული მანკების სკრინინგი, კეთდება ბიოქიმიური სკრინინგი (სხვადასხვა პათოლოგიის და დაავადების გამოსავლენად), დგინდება ბავშვის სისხლის რეზუსი და ჯგუფის კუთვნილება. ბევრ სამშობიარო სახლში ყველა ახალშობილს უკეთდება სისხლის საერთო ანალიზი, ნეიროსონოსკოპიური კვლევა.
ამავე პერიოდში იწყება იმუნიზაცია ბცჟ და B -ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ. დედებს ეძლევათ რეკომენდაცია 1 თვის ასაკში ბ/ნევროლოგის კონსულტაციის და 3 თვის ასაკში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიური კვლევის შესახებ.
სამშობიარო სახლიდან გაწერიდან 1კვირაში ან 10დღეში სავალდებულოა ბავშვის გასინჯვა და მისი მდგომარეობის შეფასება.
1 წლამდე ასაკში სავალდებულოა ყოველთვიური ვიზიტი ექიმ-პედიატრთან, სადაც მოხდება ბავშვის ფიზიკური, ნევროლოგიური სტატუსის და ფსიქომოტირული განვითარების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში პედიატრი ჩართავს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას ან გამოკვლევას.
2 თვის ასაკიდან იწყება გეგმიური ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, აქაც ვაქცინაციის დაწყებამდე ხდება ბავშვის მდგომარეობის შეფასება, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი.
აცრების კალენდარი - საჭირო ინფორმაცია ყველა მშობლისთვის
- ახალშობილი: დღის უმეტეს ნაწილს ატარებს ძილში, იკვებება (ძუძუთი კვება ან ხელოვნური კვება), ნებისმიერ დისკომფორტს პასუხობს ტირილით, ახასიათებს არითმული სუნთქვა, თერმოლაბილურია.
1 თვისას ხელი მიაქვს სახესთან, მუცელზე წოლის დროს თავს ატრიალებს, თვალს აყოლებს ობიექტს, რომელიც სახის შუა ხაზიდან დაახლოებით 15 სმ-ს მანძილზეა განთავსებული, განსაკუთრებით კი - მკვეთრ ფერებს. რეაგირებს ხმაურზე, შესაძლოა ნაცნობ ხმაზე შეაბრუნოს თავი ან გადაიტანოს მზერა.
6 კვირის - ურთიერთობას ამყარებს მხედველობის არეში არსებულ საგნებთან, იღიმის, ღუღუნებს, მუცელზე წევს, თავს იჭერს.
3 თვის - აქტიურობა მომატებულია, მუცელზე წოლის დროს თავს 45გრადუსით ატრიალებს, შეუძლია მიწვდეს ჩამოკიდებულ სათამაშოს, ნაცნობ ხმებზე რეაგირებს ღიმილით, გამოსცემს ბგერებს, თვალს აყოლებს მხედველობის არეში არსებულ ობიექტებს.
5-6 თვე - მყარად უჭირავს თავი, ცდილობს დაჯდომას, ზის დახმარებით, მუცელზე წოლის დროს შეუძლია გვერდზე გადაბრუნდეს, შეუძლია შეინარჩუნოს დგომის პოზიცია, მისწვდეს ობიექტს, მანძილზე ცნობს ნაცნობ ადამიანს, ყურადღებით უსმენს ადამიანების ხმას, სპონტანურად იღიმება, გამოსცემს აღტაცების ხმას, ეთამაშება სათამაშოებს, ეღუღუნება მათ.
7 თვე: ჯდება დამოუკიდებლად, შეუძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, ობიექტი გადააქვს ხელიდან ხელში, მიაწოდებს კიდეც მათ, უჭირავს თავისი ბოთლი, აკვირდება დავარდნილ სათამაშოს, აცნობიერებს საგნის დასახელებას, გამოსცემს ხმოვან და თანხმოვანის შემცველ ბგერებს, თამაშის მოლოდინში რეაგირებს, თამაშობს დახუჭობანას.
9 თვე: მყარად ზის, ცოცავს, გამართული დგება, ცდილობს მოიპოვოს სასურველი სათამაშო, ეძებს სათამაშოს, მუცელზე წოლის დროს შეუძლია წამოჯდეს, შეუძლია დადგეს სხვისი დახმარებითან რაიმეზე ჩაჭიდებით. იმეორებს უფროსების მიერ წარმოთქმულ ბგერებს: „დე-და,“ „მა-მა“, ტაშს უკრავს, ემშვიდობება ხელის მოძრაობით.
12 თვე: დადის დახმარებით და დაყრდნობით, 1-2 ნაბიჯს დგამს დამოუკიდებლად. ფეხზე დგას დამოუკიდებლად მოკლე დროით. სვავს ჭიქიდან, გამოთქვამს რამოდენიმე სიტყვას, მონაწილეობის მიღების სურვილს და ქმედებასაც გამოხატავს ჩაცმის დროს.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- ბავშვის კანის ფერის ცვლილება, ბავშვის ტემპერატურის ცვლილება, არასრული კვება და სითხის დეფიციტი, ქცევის ცვლილება, გადამეტებული მივარდნილობა ან პირიქით აგზნებადობა.
- ყველაზე ადრეული ასაკი, როცა შეიძლება დამატებითი საკვების მიცემა - ეს არის 4 თვე, 6 თვიდან კი სავალდებულოა დამატებითი საკვების მიცემა, 1 წლამდე ასაკში ბავშვის რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი.
ვიწყებთ ბოსტნეულით, ვუმატებთ ხილს, მარცვლელულის ფაფებს, თავიდან ურძეოს და შემდეგ რძიანზე გადავდივართ. ხორცი რაციონში იწყება 8 თვის ასაკიდან, ხაჭო და კვერცხის გული ეძლევა 9 თვიდან. თევზი - 10 თვიდან. ეს არის ზოგადი სქემა, თუმცა ყველა ბავშვი არის ძალიან ინდივიდულაური და შესაბამისად ინდივიდულაურად ვადგენთ მათი კვების რაციონსაც. დაახლოებით 9 თვის ასაკიდან უკვე შეიძლება, ბავშვი „წაეპოტინოს“ საკვებს საერთო მენიუდან, რაც დასაშვებია.
- ჭოჭინის გამოყენება შეგვიძლია მას შემდეგ, რაც ბავშვი ჯდება მყარად და დამოუკიდებლად, ისეთ დონეზე უნდა იჯდეს ბავშვი რომ მთელი ტერფით ეყრდნობოდეს იატაკს და უნდა ეცვას ისეთი ფეხსაცმელი რომელშიც კოჭ-წვივის სახსარი დაფიქსირებულია. ჭოჭინას გამოყენება საკამათოდ ითვლება, აქაც ინდივიდუალურად წყდება საკითხი. მშობლებს მართებთ სიფრთხილე.
- კბილების განვითარება და ამოჭრა რთული ფიზიოლოგიური პროცესია და ბავშვის ფიზიკური განვითარების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. პირველადი კბილების განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. დაბადების შემდეგ ბავშვს სარძევე კბილების სრული შემადგენლობაა (სულ 20, 10ზედა ყბაზე და 10ქვედაზე), ისინი დაფარულია ღრძილებით.
ამოჭრის ტემპი ნორმალურია როცა კბილების ამოჭრა ხდება სიმეტრიულად და წყვილწყვილად გარკვეული თანამიმდევრობით.
ნორმალურად კბილების ამოჭრა იწყება 6-8 თვის ასაკში. 12 თვის ასაკში ბავშვს 6 სარძევე კბილი აქვს, 16 თვის ასაკში - 12, 2 წლის ასაკში - 16, ხოლო 2,5 წლის ასაკში - 20 სარძევე კბილი.
სარძევე კბილის ამოჭრა დაგვიანებულია თუ ბავშვს 13 თვის ასაკში არც ერთი სარძევე კბილი არ აქვს.
- საჭიროა მშობლებთან, განსაკუთრებით დედასთან მისთვის გასაგებ ენაზე საუბარი, მასთან მუდმივი კომუნიკაცია. მშობლებს უნდა ავუხსნათ როგორ უნდა კვებონ, მოუარონ ბავშვს, უნდა ვასწავლოთ ჰიგიენური წესების დაცვა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, მიცემული დანიშნულების შესრულების აუცილებლობა უნდა ავუხსნათ.
ძირითადი შეცდომა, ჩემი აზრით სხვების (მეზობლების, დაქალების, ნათესავების ....) აზრების გათვალისწინებაა, ამასთანავე ინტერნეტში გარკვეული ინფორმაციების გადამოწმება (ინეტერნეტი ექიმის დიპლომს არ იძლევა!), რაც აძლევს იმის საფუძველს, რომ არ შეასრულონ ბავშვის ექიმის დანიშნულება, ეს კი ხშირად ბავშვის მდგომარეობაზე, მის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
ციცი ომანიძე