რატომ აქცევენ ექიმები ყურადღებას ახალშობილის პირველ დაყვირებას და რძის გადაცდენის შემთხვევებს - ნევროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
რატომ აქცევენ ექიმები ყურადღებას ახალშობილის პირველ დაყვირებას და რძის გადაცდენის შემთხვევებს - ნევროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
1 / 2
Next
რას უნდა აკეთებდეს ბავშვი სხვადასხვა ასაკში და როდის არის აუცილებელი ნევროლოგის ჩარევა
თანამედროვე მშობლების უმრავლესობა განსაკუთრებულად დიდ ინტერესს იჩენს ნერვული სისტემით გამოწვეული დაავადებების მიმართ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში გარეგანი ფაქტორების მავნე ზემოქმედებამ, დედის ავადმყოფობამ, სტრესებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
თუ რამდენად ხშირია ნერვულის სისტემის დაზიანება ახლაშობილებში და რა სიმპტომებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მშობლებმა, რათა თავიდან აიცილონ ჯანმრთელობის გაურესებით გამოწვეული საფრთხეები, mshoblebi.ge-ს კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ბავშვთა ნევროლოგი თამარ აბაშიძე ესაუბრება.

- რა ფორმით გვხვდება ნერვული

სისტემის დაავადებები ბავშვებში და როგორ ვლინდება ეს?
- როცა დაიბადება ბავშვი, პირველი რასაც ველოდებით მისგან, ეს არის ყვირილი, პირველი შესუნთქვა, სწორი სუნთქვა, მერე უკვე კვება, ყლაპვა, რომელიც არის ძალიან რთული მოტორული აქტი. პირველი, ასე ვთქვათ ლუკმები თუ ულუფა, რასაც მიირთმევს ბავშვი, ეს არის პირველი საჩუქარი და პირველი რწმენა იმის, რომ ის იქნება ჯანმრთელი. რაც შეხეხა რძის გადაცდენას, თუ სწორად არის მიცემული ძუძუ, თუ სწორად არის წარმოებული კვება, ამ შემთხვევაში გადაცდენა არ იქნება. თუ არის არასწორი მოჭიდება, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაუცდეს ბავშვს. როგორც გითხარით, ყლაპვა არის ყველაზე რთული, ერთ-ერთი რთული მოტორული აქტი, უნდა იყოს
სინქრონული მოძრაობა მუსკულატურის, სახის მიმიკური კუნთების, ენის, ნაქის, საყლაპავის და ასე შემდეგ, აი, ამ სინქრონული მოძრაობით უნდა მოხდეს კარგად ყლაპვა. თუ არის გადაცდენის ხშირი შემთხვევები, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა. თუმცა ნერვული სისტემა პირველ დღეებში განსაკუთრებით უმწიფარია და ეს არ ითვლება საგანგაშოდ, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამახვილებინებთ დედას ყურადღებას, რომ ძუძუს წოვა ხდებოდეს შესვენებით, კარგი მოჭიდებით. ვარეგულიროთ რძის რაოდენობა. ბაშვის პირის ღრუ ივსება ხოლმე რძით და ვეღარ ახერხებს ყლაპვას. უმჯობესია გამოვიწველოთ პირველი ულუფა, აი, ის ე.წ. მსხმელი ულუფა და მივცეთ შპრიცით ან კოვზით.


- რას უნდა მიაქციოს ახლაშობილის დედამ ყურადღება, რათა არ გამორჩეს ნერვული სისტემის დაზიანების მანიშნებელი სიმპტომები?
- პირველი წლის განმავლობაში გვევალება, რომ განვავითაროთ ყველა ის უნარ-ჩვევა, იმ ასაკისთვის, იმ მომენტისთვის რაც არის დამახასიათებელი და არ გამოგვრჩეს რაიმე განვითარების შეფერხება ამ მოცემული მომენტისთვის. ერთი თვის ბავშვს ევალება, რომ ჰქონდეს მოჭიდების, ტაცების უნარი, ავტომატური სიარულის და ცოცვის რეფლექსები, თვის ბოლოდან დაიწყოს მზერის ფიქსაცია, თუ არ აქვს ეს უნარები, დავეხმაროთ, რომ განავითაროს. ამისათვის არის ძალიან მარტივი მეთოდები და ვარჯიშები. მივაღებინოთ აბაზანები, რომ მოტორული სფერო უფრო კარგად განვითარდეს, ეს მარტივია და არ მოითხოვს არანაირ ფინანსურ დანახარჯს. სამი თვისთვის ბავშვი კარგად უნდა აფიქსირებდეს მზერას, უნდა იყოს ემოციურად მდიდარი, უნდა გვცნობდეს, უნდა ფართხალებდეს ჩვენ დანახვაზე. ხუთი თვისთვის რაც ევალება, სათამაშოს ჩაებღაუჭოს და ხელიდან ხელში გადაიტანოს, პირისკენ მიიტანოს, შემდგომ უკვე ჯდომითი მოძრაობებისთვის დაიწყოს მზადება. მიუხედავად იმისა, რომ თავის დაკავება შეიძლება პირველივე დღეებიდან ძალიან კარგი ჰქონდეს და გვიხაროდეს, ამ დროს ეს შეიძლება სულ არ იყოს სასიხარულო და ეს იყოს სპასტიკის (კუნთების დაჭიმულობის) ნიშანი. ერთი თვის ბავშვს, თვე-ნახევრის ბავშვს უკვე კარგად უნდა ეკავოს თავი, კარგად უნდა აფიქსირებდეს მზერას. ხმაურზე უნდა ჰქონდეს რეაქცია. 6 თვის ბავშვი უკვე უნდა ცდილობდეს ჯდომას, 7-8 თვისთვის ბავშვი კარგად უნდა იჯდეს.
თუ რაღაცას არ აკეთებს და წესით უნდა გააკეთოს მის ასაკში, უკვე არის სიგნალი იმის, რომ ნერვული სისტემის განვითარება მიმდინარეობს შეფერხებულად. ეს არის მიზეზი ნევროპათოლოგთან ვიზიტის და არა ის, რომ ბავშვმა იტირა, ვთქვათ, იჭირვეულა, ცოტა უძილო ღამეები გვქონდა. როდესაც ვერ ვექცევით ჩვენი განვითარებით იმ ეტაპებში და ვადებში, ეს უკვე არის რეალურად მიზეზი ბავშვის ნევროპათოლოგთან მიყვანის.


- არის თუ არა ბავშვების ჰიპერაქტიურობის მიზეზი ნერვული სისტემის დაზიანება?
- თუ ჰიპერაქტიურობა თანხვედრილია ყურადღების დეფიციტთან, ის ნამდვილად არის ნერვული სისტემის დაზიანებით გამოწვეული. მოდით დავსვათ საკითხი ასე. ბავშვი ათოსანიც და შვიდოსანიც არის ნორმალური ბავშვი. რომელიც ძალიან კარგად სწავლობს, ითვისებს ადვილად და რომელიც ამას ვერ აკეთებს, ორივე ნორმალურია. მაგრამ აქ უნდა დავინახოთ ზღვარი. თუ არის ქვედა ზღვარს უფრო ქვევით და ვერ ისწავლა წერა, ვერ ისწავლა თვლა, ვერ მოახდინა ანგარიში, ამ შემთხვევაში დგას საკითხი, ბუნებრივი განვითარების შეფერხებასთან გავქვს საქმე თუ თანხვედრილი მოტორული განვითარების შეფერხებასთან.

- ყველაზე ხშირად ქართულ რეალობაში ნერვული სისტემის რომელი დაავადებაა მკვეთრად გამოხატული ბავშვებში?
- ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია, რის გამოც მშობლები მიმართავენ ნევროლოგს ან ფსიქოლოგს, დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან. არსებობს სპეციალურ ტესტები, რომელიც კარგად ახდენს ამის დიფერენცირებას.


- როგორ აისახება კომპიუტერზე დამოკიდებულება ბავშვების ნერვულ სისტემაზე?
- მარტო ნერვულ სისტემაზე კი არა, ფსიქიკაზეც ისახება. ჩვენ ვიღებთ ეკრანზე დამოკიდებულ ბავშვებს, რომელიც სოციალურად არ არის აქტიური. ის აღარ იქნება ლიდერი, შეიძლება იყოს ნორმალური ბავშვი, მაგრამ წარმატებული ვერ იქნება და მისი ცხოვრება იქნება გაცილებით უფრო რთული, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. ბავშვები ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, ვირტუალურად ბედნიერდებიან, ვირტუალურად მეგობრობენ. მშობელი ბავშვის "დამშვიდებას" ტელეფონით ცდილობს და მერე, რაღაც პერიოდის შემდეგ აპირებს ეს ტელეფონი წაართვას, რაც თავისთავად იწვევს ბავშვის გაღიზიანებას და განერვიულებას. მშობელმა რატომ მისცა თავიდანვე ტელეფონი? რატომ არ დაუჯდა და არ ეთამაშა კუბებით? რატომ სხვა გზა არ გამონახა?

mshoblebi
თამარ აბაშიძე

- რა უნდა იცოდეს ორსულმა იმისათვის, რომ მუცლადმყოფი ბავშვი ნერვული სისტემის დაზიანებისგან დაიცვას?

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

1 / 2
Next

5889
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?