რამდენად მავნებელია ბიჭისთვის პამპერსი
რამდენად მავნებელია ბიჭისთვის პამპერსი
დედები ხშირად შიშობენ, რომ ბიჭებისთვის პამპერსების ხშირი გამოყენება მოზრდილობაში მამაკაცის უნაყოფობას იწვევს. რამდენად საფუძვლიანია ეს შიში?

პამპერსის მოწინააღმდეგეები რისკფაქტორად საფენის ქვეშ წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურას ასახელებენ. გარკვეულმა კვლევებმა მართლაც დაადასტურა, რომ მაღალი ტემპერატურა სპერმატოზოიდების გადაადგილების სიჩქარეს ანელებს, თუმცა მეცნიერთა მეორე ჯგუფს ეს არგუმენტი სარწმუნოდ არ ეჩვენება. მაღალი ტემპერატურა ჩვილის სათესლე პარკს არ ემუქრება, რადგან სპერმატოზოიდების გამომუშავება მხოლოდ 7 წლის შემდეგ იწყება.

მამაკაცის უნაყოფობა ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის მავნე
ჩვევებმა, მედიკამენტებზე რეაქციამ, მჯდომარე ცხოვრების წესმა, ვირუსულმა ინფექციებმა და არასწორმა კვებამაც კი. ასე რომ, დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ მამაკაცებში უნაყოფობის მიზეზი პამპერსია, ცოტა გადაჭარბებულია.

პამპერსის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჩვილს, გინდ გოგო იყოს და გინდ ბიჭი, პამპერსი ზიანს ვერ მიაყენებს, თუ სწორად გამოიყენებთ მას. მეტიც, პამპერსი გაცილებით უკეთ დაიცავს ბავშვის კანს სისველისგან, გამოყელვისგან და დერმატიტისგან.

როგორ უნდა გამოიყენოთ პამპერსი სწორად:
დღე-ღამის განმავლობაში ბავშვს საფენი 6-8-ჯერ უნდა გამოუცვალოთ (დაახლოებით 4 საათში ერთხელ). დაძინების წინ, გაღვიძებისთანავე, ჭამის შემდეგ და გასეირნების წინ (რასაკვირველია, კუჭის ყოველი მოქმედების დროს).

თუ ბავშვს
პამპერსის მოჭერის ადგილებში წითელი ზოლები შეატყვეთ, გახსენით და მალ-მალე მიაღებინეთ ჰაერის აბაზანები.

თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ჯობს პამპერსი საერთოდ არ გაუკეთოთ.

ტეგები: პამპერსი
14200
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```