საფენის მოწინააღმდეგეები რისკფაქტორად მის ქვეშ წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურას ასახელებენ. გარკვეულმა კვლევებმა მართლაც დაადასტურა, რომ მაღალი ტემპერატურა სპერმატოზოიდების გადაადგილების სიჩქარეს ანელებს, თუმცა მეცნიერთა მეორე ჯგუფს ეს არგუმენტი სარწმუნოდ არ ეჩვენება. მაღალი ტემპერატურა ჩვილის სათესლე პარკს არ ემუქრება, რადგან სპერმატოზოიდების გამომუშავება მხოლოდ 7 წლის შემდეგ იწყება.
მამაკაცის უნაყოფობა ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის მავნე ჩვევებმა, მედიკამენტებზე რეაქციამ, მჯდომარე ცხოვრების წესმა, ვირუსულმა ინფექციებმა და არასწორმა
საფენის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჩვილს, გინდ გოგო იყოს და გინდ ბიჭი, საფენი ზიანს ვერ მიაყენებს, თუ სწორად გამოიყენებთ მას. მეტიც, პამპერსი გაცილებით უკეთ დაიცავს ბავშვის კანს სისველისგან, გამოყელვისგან და დერმატიტისგან.
როგორ უნდა გამოიყენოთ საფენი სწორად:
დღე-ღამის განმავლობაში ბავშვს საფენი 6-8-ჯერ უნდა გამოუცვალოთ (დაახლოებით 4 საათში ერთხელ). დაძინების წინ, გაღვიძებისთანავე, ჭამის შემდეგ და გასეირნების წინ (რასაკვირველია, კუჭის ყოველი მოქმედების დროს).
თუ ბავშვს საფენის მოჭერის ადგილებში წითელი ზოლები შეატყვეთ, გახსენით და მალ-მალე მიაღებინეთ ჰაერის აბაზანები.
თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ჯობს პამპერსი საერთოდ არ გაუკეთოთ.