რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ?
რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ?
ძილთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევების დროც დადგა:
იცით, რატომ არ უნდათ პატარებს დაძინება? იმიტომ, რომ ისინი ძილს აღიქვამენ, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ნაცნობ სიტუაციასთან განშორებას, ამიტომაც ცდილობენ, როგორმე გაახანგრძლივონ ჩაძინების პერიოდი, ითხოვენ კიდევ ერთ ზღაპარს, კიდევ ერთ კოცნას.

აი, როგორ უნდა დავეხმაროთ პატარას ძილის გაუმჯობესებაში:

  • ძილის მოახლოებისას უპირატესობა რელაქსაციური ტიპის თამაშებს მიანიჭეთ. აქტიური თამაში ბავშვს აფხიზლებს, აგზნებს.
  • არ დააძინოთ ბავშვი მშიერი, მაგრამ ნურც ახლად ნაჭამს დააწვენთ - სავსე კუჭი დიაფრაგმას მიაწვება და ძილს დაარღვევს.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ძილის რუტინის ჩამოყალიბება.ეს არის ერთიდაიგივე ქმედებების
    ერთობლიობა, რასაც საბოლოოდ ძილი უნდა მოჰყვეს. ეს მოქმედებები დაძინებამდე 20-30 წთ-ით ადრე ერთიდაიგივე თანამიმდევრობით უნდა განახორციელოთ. მაგალითად, თბილი შხაპი ან აბაზანა, საღამურის ჩაცმა, ზღაპრის მოყოლა. გახსოვდეთ, რომ რუტინა არ უნდა დაარღვიოთ. ძილის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება.
  • ერთი წლის ასაკის ზემოთ ბავშვს ნება დართეთ საყვარელ სათამაშოსთან ერთად დაიძინოს.
  • საწოლში ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როცა ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში
  • საძინებელში არ უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა. ძილის წინ გაანიავეთ. საჭიროა სიმშვიდე და სუსტი შუქი.
  • საძინებელში არ უნდა იყოს ტელევიზორი და კომპიუტერი
  • მოარიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს- ყავას, მაგარ ჩაის, შავ შოკოლადს, მატონიზირებელ სასმელებს.
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე

2879
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?