რატომ ერევა გული ჩვილს და რა დროს არის ამოქაფება-ღებინება საყურადღებო
რატომ ერევა გული ჩვილს და რა დროს არის ამოქაფება-ღებინება საყურადღებო
რატომ ერევა გული ჩვილს? ამ თემაზე გვესაუბრება პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა:

- სიცოცხლის პირველ თვეებში, პატარა ეჩვევა მისთვის სრულიად ახალ სამყაროს და ორგანიზმი ადაპტირდება ახალ პირობებთან. განსაკუთრებით მგრძნობიარე ჩვილის უმწიფარი კუჭ-ნაწლავის ტრაქტია, რომელიც სხვადასხვაგვარ რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე. ერთ-ერთი ასეთ რეაქცია ამოქაფება/ღებინებაა, რომელსაც ექიმები გასტროეზოფაგურ რეფლუქსს (გერ) უწოდებენ. ამ დროს საკვები კუჭიდან ამოისროლება უკან პატარას პირის ღრუში და შეიძლება ეს მასა გარეთ გამოიდევნოს.


- რამდენად საგანგაშოა ეს მდგომარეობა?

- რეფლუქსი გვხვდება წლამდე ასაკის ნახევარზე მეტ ჯანმრთელ ბავშვში და ფიზიოლოგიურ მოვლენად

ითვლება. რეფლუქსი ყოველდღე აღენიშნება ბავშვების 30-40%-ს, არ მოქმედებს ზოგად მდგომარეობაზე, არ საჭიროებს მკურნალობას და 12-18 თვისათვის გაივლის.

მაგრამ თუ ამ დარღვევებს გამოხატული, მდგრადი ხასიათი აქვს, პატარა ხშირად და დიდი რაოდენობით აღებინებს, არ მატულობს წონაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მას შეუძლია განსაზღვროს ამოქაფება /ღებინების მიზეზი და მოგცეთ რჩევა, როგორ შემცირდეს მისი გამოვლინება.


- რა რეკომენდაციებს მისცემთ მშობელს ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით?

- ბუნებრივი კვებისას - ბავშვი უნდა კვებოთ მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. პარალელურად უნდა მოაწესრიგოთ პატარას კვების რეჟიმი (გადაკვების ასაცილებლად) და აკონტროლოთ კვების ტექნიკა - სწორი მოჭიდება ძუძუზე. იმ შემთხვევაში, თუ ამოქაფება/ღებინება საკვების აუტანლობის გამოვლენაა, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ

ჰიპოალერგენული დიეტა.
ნუ განიცდით და დაიმახსოვრეთ, ამოქაფება/ღებინება არასდროს არის ძუძუთი კვების შეწყვეტის ჩვენება. პრაქტიკულად, 6 თვის შემდეგ, ეპიზოდების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ხელოვნური კვებისას - ბავშვის გადაკვება და ჰაერის ჩაყლაპვა ჭამისას რეგურგიტაციის ხშირი მიზეზი ხდება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა აიცილოთ, აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, საწოვარას და ადექვატური ადაპტირებული სამკურნალო რძის ფორმულის შერჩევა. ბავშვის გადაკვების გამოსარიცხად ყურადღება მიაქციეთ დღე-ღამეში კვების ჯერადობას და საკვების მოცულობას.
ამოქაფება /ღებინების პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყება სპეციალური რძის ფორმულები. ასეთი ფორმულების შემადგენლობაში შედიან შემასქელებელი ნივთიერებები, რომლებიც აძლევენ პროდუქტს სქელ კონსტიტენციას.
სალომე გორგოშიძე

2042
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```