რა არ უნდა გამოეპაროს ყურადღებიან მშობელს? რაქიტი ინტენსიურად მზარდი ორგანიზმის დაავადებაა, მისი განვითარება 1 წლამდე შეიძლება მოხდეს. მისი მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია.
ცნობები ამ დაავადების შესახებ უხსოვარი დროიდან მოიპოვება, თუმცა მისი პირველი სრულყოფილი აღწერა ინფლისელ ექიმს ფ. გლისონს ეკუთვნის. არც შემთხვევითია - ნისლიანი ალბიონის ქვეყანაში რაქიტის ნამდვილი “ეპიდემია” მძვინვარებდა.
რაქიტის პროფილაქტიკა მარტივია - ბავშვის სწორი მოვლა და კვება, მზის სხივებით სარგებლობა, D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა. შეგახსენებთ, რაქიტის მიზეზი სწორედ D ვიტამინის დეფიციტია, რომელიც ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას არეგულურებს. კალციუმის, ფოსფორის და D ვიტამინის საწყის მარაგს ნაყოფი დედისგან მუცლადყოფნის პერიოდში იღებს. ამიტომაც რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს დედის არასრულფასოვანი კვება, მისი დაავადებები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, დღენაკლულობა.
გაძვალების პროცესის დარღვევას ხელს უწყობს მოვლის დეფექტები - ჩვილის მჭიდრო შეხვევა, აკვნის გამოყენება, რადგან ამ დროს იზღუდება კუნთების მუშაობა, რაც ძვლებში სისხლის მიმოქცევას აფერხებს. რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს ასევე ხელოვნური არაადაპტირებული ნარევით (მაგ. მხოლოდ მაწვნით) კვება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია D ვიტამინის ათვისება არ ხდებოდეს, მაგალითად, ხანგრძლივი დიარეის, კრუნჩხვის საწინაღმდეგო თერაპიის გამო. გარდა ამისა, არსებობს ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ ტიპის მოშლით განპირობებული პათოლოგიები, რომელთა დროს კალციუმის და ფოსფორის უკუშეწოვაა დარღვეული და პატარას რაქიტისმაგვარი ცვლილებები უვითარდება.
ხშირად ამ ეტაპზე მშობლები დამამვიდებელ საშუალებებს ითხოვენ, თუმცა ეს გამოსავალი არ არის. თუ დაავადება დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული, ის უფრო შორს მიდის. ამ ეტაპზე ვლინდება ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციები - კეფა ბრტყელდება, ქვედა კიდურები 0-ს ან x-ისებური ხდება. დეფორმირდება გულმკერდი, ვითარდება სქოლიოზი. ყიფლიბანდი გვიან იხურება, კბილების ამოჭრა ყოვნდება.ზიანდება შინაგანი ორგანოებიც. იმუნური სისტემის დეფიციტის გამო ბავშვი ხშირად ავადობს ინფექციებით. ყოვნდება მისი ფიზიკური და ფაიქომოტორული განვითარება.
რაქიტის საწყის ეტაპზე D ვიტამინის სამკურნალო დოზით დანიშვნა საკმარისია. შორს წასულ შემთხვევებში დოზა კიდევ უფრო იზრდება. პაციენტს კალციუმის პრეპარატებიც ენიშნება და რეაბილიტაციური ღინისძიებებიც.
რაქიტის პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია - D ვიტამინის 400 საერთაშორისო ერთეული დღიურად, სწორი კვება და მოვლა ამ დაავადების თავიდან აცილების გზაა!
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე