სიცოცხლის პირველი დღეები - წონის კლება ახალშობილებში
სიცოცხლის პირველი დღეები - წონის კლება ახალშობილებში
დაბადების შემდგომ ახალშობილი გარე სამყაროსთან შეგუების პროცესშია. ამ პერიოდში მას აღენიშნება გარდამავალი მდგომარეობა. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება სწორედ წონაში კლებაა.

თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, ახალშობილი დაბადებისთანავე საშუალოდ 3-3,2 კგ-ს იწონის. სამშობიაროდან გაწერის წინ დედები ამჩნევენ პატარის წონაში კლებას. ეს სხვაობა სამშობიაროდან გაწერის დროს ფურცელზე აისახება. ამაში სანერვიულო არაფერია. ექიმები ამ პროცესს, რა თქმა უნდა, განსაზღვრულ საზღვრებში, ფიზიოლოგიურ დანაკარგს უწოდებენ.

ახალშობილობის პერიოდი ხასიათდება უამრავი ცვლილებით, რომელიც ვითარდება ბავშვის გა
დასვლასთან დედის მუცლიდან ახალ გარემოში.
დაბადების მომენტში იწყება ფილტვისმიერი სუნთქვა, ირთვება სისხლმომარაგების მცირე და დიდი წრე, იცვლება სისხლის ფიზიკო-ქიმიური და მორფოლოგიური მაჩვენებლები, ფუნქციონირებს საჭმლის მომნელებელი სისტემა, ყალიბდება თერმორეგულაცია. ბავშვის ადაპტაცია ხდება თანდათან. შემდგომში სწორი კვების პირობებში ის იმატებს ყოველდღიურად 20-30 გრამს, დაბადების წონას დაახლოებით 7-14 დღეში აღიდგენს, შემდგომში პირველი თვის ბოლოსთვის მისი მთლიანი ნამატი უკვე დაბადების წონიდან 450-550 გრამს შეადგენს. ახალშობილობის პერიოდში პატარა მკვეთრად სხვა გარემოში ხვდება - სითხოვანი გარემოდან აიროვან გარემოში გადაინაცვლებს, ამიტომ მისი ორგანიზმი შესაბამის „გადაწყობას“ იწყებს. წონის მატების ერთ-ერთ პირობას ძუძუთი კვების სიხშირე წარმოადგენს. ასე რომ, თუ სამშობიაროდან გაწერისას თქვენი პატარა იმაზე ცოტას იწონის, ვიდრე ის დაბადების დღეს იყო, არ ინერვიულოთ. დააკვირდით და
თანდათან, სწორი გეგმაზომიერი მოვლითა და კვებით აღიდგენს წონას და კვლავ მოიმატებს.


altროცა ბავშვი ჭირვეულობს, ოფლიანობს, უჭირს ჩაძინება... - როგორ მივიტანოთ ეჭვი რაქიტზე?


291
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?