დედები ყვებიან ისტორიებს და შეცდომებს, რომლებიც არ უნდა გაიმეოროთ შარფი, ფანქრები, სათამაშოები და მრავალი სხვა ნივთი, რასაც სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია ბავშვისთვის. დედები ყვებიან ისტორიებს და შეცდომებს, რომლებიც არ უნდა გაიმეოროთ.
1. "ერთი წუთით" ბავშვის აბაზანაში დატოვება
- ჩემი ნინა 3 თვისაა. თვე-ნახევრიდან ვაბანავებ აბაზანაში, ყელზე ვუკეთებ სპეციალურ გასაბერ რგოლს. გასულ კვირას ბანაობის ბოლოს პატარამ დაიწყო ჭირვეულობა და თავის აქეთ-იქით ტრიალი. წამიც და გამოძვრებოდა რგოლიდან და აღმოჩნდებოდა წყლის ქვეშ. ისე უცებ ამოვიყვანე, რომ შეშინებაც ვერ მოასწრო (ჩემგან განსხვავებით). მაშინვე გავიფიქრე: რა მოხდებოდა, ორი წუთით რომ გავსულიყავი სათამაშოს მოსატანად? როდესაც ბავშვმა დაიძინა, ინტერნეტში დავიწყე ძებნა, ბევრმა იცოდა თუ არა ამ ნივთის უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველი მეორე დედა გარკვეული დროით მშვიდად ტოვებს ბავშვს აბაზანაში ყელზე გასაბერი რგოლის იმედად.
2. ეტლით ბავშვის ღვედის გარეშე ტარება
- დედა ეტლით გადადიოდა გზაზე. ბავშვი იჯდა ეტლში ისე, რომ არ იყო დაბმული. დედამ ნაბიჯი დაგადგა, ეტლი ტროტუარიდან გადავიდა და ბავშვი გადავარდა გზაზე. მან თავი დაარტყა, წამოიტირა. დედამ დაავლო ხელი და ისევ ეტლში ჩასვა. გაუმართლა, რომ მანქანა არ მოდიოდა იმ დროს გზაზე.
3. ნაგვის დატოვება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას
- ჩემმა უფროსმა შვილმა წლი-ნახევრის ასაკში ალოკა სარეცხის მათეთრებელის თავსახური. 2 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნაგვით სავსე პაკეტიდან, რომელიც კართან დავდგი და ქურთუკის ასაღებად შევტრიალდი, ჩემს შვილს ამოეღო მათეთრებლის ბოთლი, მოეხსნა თავსახური და აელოკა. საჭირო გახდა კუჭის ამორეცხვა.
4. ფანქრებით თამაში მშობლის მეთვალყურეობის გარეშე
- არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვები თვალს იზიანებენ ფანქრით. ასე დაიზიანა ჩემმა 2 წლის ბიჭმა თვალი და დღესაც კი ვმკურნალობთ.
5. უმეთვალყურეოდ დატოვოთ ბავშვი, რომელიც თამაშობს ელემენტებიანი სათამაშოთი
ბავშვმა დაშალა სათამაშო მანქანა და შიგნით ჩადებული მრგვალი ელემენტი გადაყლაპა. კიდევ კარგი, მან იცოდა ლაპარაკი და მშობლებს მოუყვა, რაც მოხდა. მათ მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და მალევე უშველეს. ბავშვი რომ პატარა ყოფილიყო და მშობლებს არ გაეგოთ მომხდარის შესახებ, ელემენტის მჟავა კუჭს დაუზიანებდა.
6. პოლიეთილენის პაკეტები და "სკოჩი" ბავშვის ხელში...
- სკოჩი ანუ წებოვანი ლენტი მიეკრა ბავშვს სასაზე, სუნთქვა აღარ შეეძლო, სანამ არ ჩავუყავი ყელში ხელი და არ ამოვაცალე.
7. ნაძვის ხეზე შუშის ბურთების დაკიდება
- სანამ ბავშვები პატარები არიან, სჯობს საერთოდ არ დაკიდოთ ნაძვის ხეზე სათამაშოები. ჩემმა 1 წლის ბიჭმა ჩაკბიჩა შუშის ბურთი, რომელიც ნაძვის ხეს ამშვენებდა
თამაშები წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც პატარას განვითარებაში ეხმარება
8. შარფის ბოლოების თავისუფლად დატოვება
- ნათესავებთან ვიყავით. ბავშვი ჩამოსრიალდა რკინის სასრიალოდან, შარფის ბოლო გამოედო სასრიალოს და ყელში წაეჭირა. კიდევ კარგი, უფროსებმა მაშინვე შეამჩნიეს ბავშვი და ჩამოიყვანეს.
9. ვიტამინების პიპეტით მიცემა
- ერთხელ, კოლიკის საწინააღმდეგო ზეთოვანი წვეთები სასუნთქ სისტემაში მოხვდა და ბავშვი კინაღამ დაიხრჩო. მაშინვე დავიწყე ზურგში ხელების რტყმა და ამან გადაგვარჩინა.
10. ახალშობილის ბავშვებთან დატოვება
- ბიჭი 3 თვის მყავდა, როდესაც ჩვენთან მეგობრები მოვიდნენ. მათ 2 წლის გოგონა ახლდათ. როდესაც ბავშვი დავაძინე, კარი დავკეტე, რათა ლიზას არ გაეღვიძებინა. ჩვენ გავერთეთ. უცებ მესმის ჩემი ბიჭის ტირილის ხმა. ლიზა შესულა ოთახში და ხელში აუყვანის პატარა. ძალიან შეგვეშინდა. კიდევ კარგი, რომ ხელიდან არ გაუვარდა და რამე არ დაუშავდა.