ბავშვის ფეხსაცმლის შერჩევის 5 მარტივი წესი
ბავშვის ფეხსაცმლის შერჩევის 5 მარტივი წესი
ბავშვის ტერფის იდეალური ფორმირებისთვის საუკეთესო საშუალება უსწაორმასწორო ზედაპირზე ფეხშიშველი სიარულია. თუმცა ყველამ ვიცით, რომ იდეალურისგან განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ - სახლში შეიძლება ბავშვი ფეხშიშველი ვატაროთ, სამაგიეროდ იატაკის სწორი ზედაპირი ტერფისთვის არათუ სასარგებლო, შეიძლება ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს. სახლის გარეთ კი, თუ პლაჟს არ ჩავთვლით,  ბავშვი ფეხსაცმლით დადის. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ფეხსაცმელმა ზრდის პერიოდში ბავშვის ფეხს ზიანი არ მიაყენოს.

ამისთვის რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო:

1. 4-5 წლამდე ბავშვს  ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი არ ახმაროთ. ზამთრისაც და ზაფხულის ფეხსაცმელსაც საჭიროა, რომ ძირი
ქუსლის მიდამოში 10 მილიმეტრით ჰქონდეს ამაღლებული.
2. სამაგრების საშუალებით კოჭი კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული. საუკეთესი სამაგრი ბავშვის ფეხსაცმელზე ე.წ. ფხრიწია.
3. ფეხსაცმელი ნატურალური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. მოხრის ადგილებში - რბილი, ფიქსაციის ადგილებში კი - მაგარი (ე.წ."ზადნიკი"). ბავშვის ფეხი უნდა სუნთქავდეს.
4. ფეხსაცმლის ქვეშ არ ჩააცვათ ვიწრო წინდები. ეს შეიძლება ბრტყელტერფიანობის ხელშემწყობი აღმოჩნდეს.
5. ბავშვის ფეხი თავისუფლად უნდა თავსდებოდეს ფეხსაცმელში. ცერიდან ფეხსაცმლის წვერის კედლამდე მინიმუმ, 0,5 სანტიმეტრი ცარიელი უნდა რჩებოდეს.

ფეხსაცმლის ძირები მოკეცვის შედეგად არ უნდა ტყდებოდეს.

ბავშვების ფეხსაცმლის ზომების ცხრილი კი აქ შეგიძლიათ იხილოთ
12406
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები