როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ჭიქიდან დალევა და კოვზით ჭამა? - მშობლები

როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ჭიქიდან დალევა და კოვზით ჭამა?

2019-03-15 07:25:51+04:00

მშობლებს ხშირად აინტერესებთ ეს საკითხი. პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგის, ნათია ცირდავა გვპასუხობს:

- როდესაც ბავშვი გადავა დამატებით კვებაზე - 5-6 თვიდან, ნახევრად მყარ საკვებს ნუ მიაწვდით ბოთლით, ამისათვის გამოიყენეთ კოვზი. ეს ხელს შეუწყობს ენის კუნთების განვითარებას და თავიდან აგაცილებთ არასწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.

რაც შეეხება ჭიქიდან დალევას, 5-6 თვიდან შეგიძლიათ დააწყებინოთ ჭიქიდან დალევა. რეკომენდებულია პატარა, თავდახურული, ტუჩიანი ჭიქა.

დაიწყეთ წყალში განზავებული ხილის წვენებით და თანდათან გაზარდეთ ჭიქიდან მიღებული სითხის რაოდენობა. როდესაც ბავშვი მიეჩვევა ჭიქიდან დალევას, შეამცირეთ ძუძუთი კვების ან ბოთლიდან კვების ხანგრძლივობა. ძუძუთი კვებიდან პირდაპირ გადაიყვანეთ ჭიქაზე და თავიდან აიცილეთ ბოთლიდან კვება.

იხილეთ ინტერვიუ სრულად და ყველაფერი ბავშვის კვებაზე 0-დან 12 თვემდე

altრომელი პროდუქტები და რამდენი უნდა მისცეთ ბავშვს - დამატებითი კვების ცხრილი გრამებში