რა შუალედებით უნდა აჭამოთ ჩვილს და რა რეჟიმი სჭირდება 6 თვემდე ბავშვს
რა შუალედებით უნდა აჭამოთ ჩვილს  და რა რეჟიმი სჭირდება 6 თვემდე ბავშვს
გვპასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა:
- როცა ბავშვს შია, ჩვეულებრივ, ის ამაზე მიგვანიშნებს ტირილით, მაგრამ ტირილი ყოველთვის შიმშილის ნიშანი არ არის. ბავშვი შეიძლება ტიროდეს, როდესაც სურს ამოქარვება (დაბოყინება), სცივა, ჩასველებულია, მუცელი სტკივა და ა.შ. მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი ტირის 3 საათზე მეტ ხანს დღეში და 3 დღეზე მეტ ხანს კვირაში.

გახსოვდეთ, ძუძუთი კვება საუკეთესოა. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, გირჩევთ, რომ იგი გააღვიძოთ ყოველ 3.5 საათში ერთხელ ღამის 6 საათიანი შუალედით. დღის საათებში ხშირი გამოღვიძება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ღამის სიფხიზლე.
ხშირად კვება იცავს მას გაუწყლოებისაგან და ხელს უწყობს წონაში

ნორმალურ მატებას. კვების დაწყებამდე შეეცადეთ შეიქმნათ დადებითი განწყობა, მოთავსდეთ მოხერხებულად და მთელი ყურადღება გადაიტანოთ მხოლოდ ბავშვზე, ვინაიდან კვების პროცესში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არამარტო საკვები, არამედ თქვენი სიყვარულის შეგრძნებაც.

  • დედის რძე – 8-12-ჯერ, ან მეტჯერ, მისი მოთხოვნილების მიხედვით დღე-ღამის განმავლობაში (დაახლოებით 2.5 – 3.5 საათის ინტერვალით)
  • ან
  • ხელოვნური ნარევი 100-დან 130 მლ-მდე 3 – 3.5 საათის ინტერვალით დღე-ღამეში (დაახლოებით 600-780 მლ დღე-ღამის განმავლობაში).
ეს შეადგენს დაახლოებით 600 კალორიას.

2-4 თვის ასაკი

იხილეთ ვრცელი სტატია ბავშვის კვებაზე 0-დან 12 თვემდე:

altრომელი პროდუქტები და რამდენი უნდა მისცეთ ბავშვს - დამატებითი კვების ცხრილი გრამებში


17519
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნანუკა
0
კოლოფზე უნდა ეწეროს წესით დოზები თვეების მიხედვით
02:43 / 27-12-2019
tea
2
გამარჯობა უკაცრავდ ორიკვის ჩVილს რამდენიკობზი ფუმანა უნდა მივცე 60გრამზე
15:49 / 09-12-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები