ბავშვის კვება 6-8 თვის ასაკში - პროდუქტების სია და კვების ცხრილი
ბავშვის კვება 6-8 თვის ასაკში - პროდუქტების სია და კვების ცხრილი
გვპასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა:

6-8 თვის ასაკის ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ:

  • დედის რძე არაუმეტეს 4-5-ჯერ დღე-ღამეში ან ხელოვნური ნარევი 670 -1000 მლ დღე-ღამეში.
  • თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ ქვემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საკვებიდან ერთი ახალი საკვები ერთ ჯერზე. დაიმახსოვრეთ: დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და თანდათან გაზარდეთ 4 სუფრის კოვზამდე.
  • ბურღულეულის ფაფა – შერეული დედის რძეში ან ხელოვნურ ნარევში;
  • ბოსტნეული – მიეცით მოხარშული პიურეს სახით;
  • ხილფაფა - შესთავაზეთ გახეხილი ხილი ერთჯერადად (1 ჩაის კოვზი დასაწყისში). შეგიძლიათ მისცეთ ბავშვთა სპეციალური, ქარხნული წესით დამზადებული ხილფაფები.
  • ხილის წვენი – თავდაპირველად
    განაზავეთ წყლით. გამოიყენეთ ახალგაწურული წვენები. დაიწყეთ ვაშლის, ალუბლის, ატმის წვენით (1 წლამდე თავი შეიკავეთ ციტრუსების წვენის მიცემისგან), არ მისცეთ მზა არომატიზირებული ხილის სასმელი. მიეცით წვენი ჭიქით. ამისათვის გამოგადგებათ თავდახურული ტუჩიანი ჭიქა. დასაწყისში მიეცით 60 მლ და გაზარდეთ 120-225 მლ-მდე დღე-ღამის განმავლობაში
  • წყალი – სურვილისამებრ; ვიტამინები ან მიკროელემენტები ექიმის დანიშნულების მიხედვით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • კვერცხის გული. დასრისეთ ჩანგლით, აურიეთ რძეში, ხელოვნურ ნარევში ან ფაფაში. 1 წლის ასაკამდე კვერცხის ცილის მიცემა არ არის რეკომენდებული. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. დაიწყეთ 1/4-დან და გაზარდეთ მთლიან კვერცხის გულამდე.
  • ნადუღი. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და გაზარდეთ დოზა 2-3 სუფრის კოვზამდე.
  • გატარებული ან წვრილად
    დაკეპილი ხორცი ან ხორცის პიურე. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და გაზარდეთ დოზა 2-4 სუფრის კოვზამდე. დაიწყეთ ქათმის ხორცით, შემდეგ მიეცით საქონლის ხორცი. ხორცის ნაცვლად შეიძლება მისცეთ კარგად მოხარშული კანგაცლილი ლობიო ან ბარდა, რადგან ისინი მდიდარნი არიან სრულფასოვანი ცილებით.
  • როდესაც ბავშვს ამოსდის კბილები, მას სიამოვნებს სხვადასხვა მკვრივი პროდუქტის პირში ჩადება, როგორიცაა პურის ქერქი, ორცხობილა. ამ დროს აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან აიცილოთ საკვების ნაწილების გადაცდენა.
გახსოვდეთ: დედის რძე ან ადაპტირებული ნარევები ამ ასაკში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი საკვებია თქვენი ჩვილისთვის. ამდენად, ბავშვისათვის დამატებით მიცემული საკვები არ უნდა იყოს იმ რაოდენობის, რომ მან უარი თქვას დედის რძეზე ან ნარევზე. ამიტომ დაიცავით ძირითადი პრინციპი: ჯერ დედის რძე (ადაპტირებული ნარევი), შემდეგ ნახევრად მყარი საკვები!

იხილეთ ვრცლად 0-დან 12 თვემდე ბავშვის კვებაზე:

altრომელი პროდუქტები და რამდენი უნდა მისცეთ ბავშვს - დამატებითი კვების ცხრილი გრამებში


2650
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```