5 წესი, რომ ბავშვს კოლიკის შეტევა შეუმსუბუქოთ
5 წესი, რომ ბავშვს კოლიკის შეტევა შეუმსუბუქოთ
ახალშობილის მუცელში კოლიკა (გაზების დაგროვება, რომელსაც სპაზმური ტკივილები ახლავს) საშინელ ტკივილებს იწვევს. ამ საშინელი პრობლემისგან თავის დაღწევას  მშობელი ყოველთვის ვერ ახერხებს. შევეცდებით, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც პაწიას ამ მძიმე შეტევებს გაუადვილებს.

1. თუ ბავშვს კვების შემდეგ ტკივილმა მოუარა, დაიკავეთ ვერტიკალურად, დაეხმარეთ ჰაერის ამოსროლაში. მიიხუტეთ გულზე და ზურგზე მსუბუქად უტყაპუნეთ ხელი.
2. დაიწვინეთ მუცლით მუხლებზე, მხარზე ან ხელზე. ამ პოზების დატვირთვა ისაა, რომ მუცელი ოდნავი ზეწოლის ქვეშ მოექცეს.
3. თუ კვების
მერე გარკვეული დრო გავიდა, პაწია ზურგით თქვენსკენ მიიბრუნეთ და ფეხები მუხლებში მოუხარეთ - ასეთი პოზა ხშირად უმსუბუქებს ბავშვს მდგომარეობას.
4. მასაჟიც სცადეთ: ჭიპის ირგვლივ ხელი საათის ისრის მიმართულებით უსვით.
5. მუცელზე შემოახვიეთ უთოთი გაცხელებული რამდენიმეფენად მოკეცილი ზეწარი.

კვების დროს კი ყოველთვის დააკვირდით, რომ ძუძუც ისე ედოს პირში და ბოთლიც, რომ ჰაერს არ ყლაპავდეს. ასევე ეცადეთ, ლაქტაციის პერიოდში (ეს ძირითადად პირველ სამ თვეს ეხება, როცა პატარას კუჭნაწლავის სისტემა უყალიბდება) მოერიდოთ ყოველგვარ "გამბერავ" საკვებსა და სასმელს. ასევე ზედმეტ და ცუდ ემოციებს - დედის დაძაბულობა ყოველთვის გადადის შვილზე.

16066
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
eka
0
კარგია
09:49 / 05-06-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?