თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ახალშობილი ვერ ხედავს, არც ესმის და სამყაროს ვერ აღიქვამს, ძალიან ცდებით. მისი გრძნობათა ორგანოები ფუნქციონირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს.
იცით, რომ სწორედ ეს მანძილია თქვენსა და თქვენი შვილის თვალებს შორის, როცა მას ძუძუს აწოვებთ? გაიხსენეთ და დაკვირდით, როგორ შემოგყურებთ ძუძუს წოვის დროს თვალებში, გათვალიერებთ, გეალერსებათ.
თუ საწოლთან წითელი ფერის სათამაშოს დაუკიდებთ, აუცილებლად მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. და იცით რატომ?
მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი მხოლოდ წითელს ხედავს. საშვილოსნო უხვად მარაგდება სისხლძარღვებით და გარემოც სრულიად წითელია. ამიტომ ის ახალშობილისათვის ერთგვარად მშობლიური ფერია.
აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვს დაბადებისთანავე, არ აქვს მნიშვნელობა ზღაპარს მოუყვებით, უმღერებთ თუ უბრალოდ, დღის ამბებს უამბობთ, მის სმენას ეს აუცილებლად ეამება და განავითარებს.
თუ ახალშობილს მოულოდნელად ხელოვნურ საკვებს მისცემთ ძუძუს ნაცვლად, ის აუცილებლად გააპროტესტებს - მისთვის საუკეთესო გემო სწორედ დედის რძის გემოა!
ამიტომ არასოდეს ჩააცვათ შინ პაწაწინა ხელთათმანები გასათბობად, მიეცით საშუალება უფრო აქტიურად შეიმეცნონ სამყარო შეხებით. დააჭერით ფრჩხილები, რომ არ დაიკაწრონ სახე. ხელთათმანები კი მხოლოდ გარეთ გასვლისას გამოიყენეთ.
და კიდევ, აუცილებლად მოეფერეთ სხეულზე ახალშობილს. თქვენი შეხება მას ძალიან სიამოვნებს!
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე