არ შეუშალოთ ხელი ხოხვაში იმისათვის, რომ პატარა სათანადოდ განვითარდეს, დიდი ხელშეწყობა სჭირდება. არა მარტო კვებითა თუ აღზრდით, არამედ ფიზიკური აქტივობის კუთხითაც. გთავაზობთ ოთხ მეთოდს, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს, სამყარო უკეთ შეიცნოს, თავისით.
• არ შეუშალოთ ხელი ხოხვაში, პირიქით, ეს ბევრი მხრივ სასარგებლოა. ხოხვა კარგი ვარჯიშია, ზურგის, ხელებისა და ფეხების კუნთებს ამაგრებს. ერთმანეთისგან გარკვეული დაშორებით დაალაგეთ მისთვის აინტერესო საგნები და სათამაშოები - ბავშვი შეეცდება, მათკენ გახოხდეს. რასაკვირველია, ბავშვი სუფთა და უსაფრთხო ზედაპირზე უნდა ხოხავდეს.
• დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა პატარას უბიძგებს, რომ ფეხზე ადგომა სცადოს. თუ ამის დრო აქვს, დაეხმარეთ: ავეჯი ისე განალაგეთ, რომ მთელ ოთახში შეძლოს, ისე, რომ რაიმეს მოეჭიდოს და საყრდენი იგრძნოს.
• სახლში ბევრი ადგილი გაათავისუფლეთ სათამაშოდ. პატარა ონავარს სრულიად სხვადასხვა სახის მოძრაობის გამოცდილება უნდა დაუგროვდეს: იგორავოს, იკოტრიალოს, იჭიდავოს. უყიდეთ პატარა სარწეველა, ბურთები, დაფინეთ იატაკზე "მატრასი" საკოტრიალოდ.
• ნება დართეთ ბავშვს, ითამაშოს თანატოლებთან. არსად არ მიიღებს იმდენ უნარ-ჩვევას, როგორც მათთან თამაშში.