ჯანმრთელობა0-დან 1 წლამდე
10 საინტერესო ფაქტი ახალშობილების შესახებ
10 საინტერესო ფაქტი ახალშობილების შესახებ
1. მხედველობა
ახალშობილებს ძალიან სუსტი მხედველობა აქვთ: მხოლოდ დიდ საგნებს ხედავენ და მათაც იმ შემთხვევაში, თუ მათგან ახლოს მდებარეობს. ყველაზე კარგად 20-40 სმ-ის დისტანციაზე ხედავენ. ზუსტად ამ მანძილითაა დაშორებული დედის სახე ძუძუს წოვების დროს. ახალშობილები ზოგიერთ ფერსაც ვერ არჩევენ: ყვითელისა და მწვანე სპექტრის ფერებს აღიქვამენ, ცისფერს კი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ.

2. სმენა
იმის გამო, რომ ახალშობილის შუა ყური საკმარის სითხეს არ შეიცავს, სიცოცხლის პირველ კვირას ძალიან ცუდად ესმის. ამიტომ როცა სძინავს, აბსოლუტური სიჩუმის შენარჩუნება არც არის საჭირო. სმენის განვითარება
3-4 თვის ასაკში სრულდება.

3.
თვალის ფერი და ზომა
თითქმის ყველა ახალშობილს თვალის მოლურჯო ფერი აქვს, მხოლოდ ასაკთან ერთად იღებს იმ ფერს, რაც მოზრდილობაში ექნება. სამაგიეროდ, ზომა თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ ეცვლებათ.

4. კანი
ახალშობილი კანის საშუალებით 8-ჯერ უფრო მეტ ჟანგბადს ითვისებს, ვიდრე მოზრდილის ორგანიზმი.

5. ძვლები
ახალშობილს 270 ძვალი აქვს, ზრდასრულს - 200-213. იმიტომ, რომ ბავშვის ჩონჩხის წვრილი ძვლები მოგვიანებით მსხვილ ძვლებს შეეზრდება.

6. ცრემლი
ახალშობილები უცრემლოდ ტირიან. საცრემლე ჯირკვლები მხოლოდ მეორე თვიდან იწყებენ ფუნქციონირებას.

7. სუნთქვა და გულისცემა
სუნთქვა და გულისცემა ახალშობილს 2-ჯერ უფრო ინტენსიური აქვს. მისი გულისცემა წუთში 160-180 დარტყმამდე ადის. ერთი წლისთვის პულსი 130-140-ზე ჩამოდის. 5 წლის შემდეგ 80-130 დარტყმა ექნება. ასევე სუნთქვაც. ბავშვი ზედაპირულად სუნთქავს, რაც არ არის საკმარისი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებისთვის, ამიტომ უფრო ხშირ სუნთქვას საჭიროებს. ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 40-60-ს აღწევს, მცირეწლოვანის - 25-30-ს, ზრდასრულისა - 18-19-ს.

8. ჩაჭიდების რეფლექსი
ახალშობილს უფრო ძლიერად შეუძლია ხელი ჩაჭიდოს რაიმე ნივთს, ვიდრე ცოტა მოზრდილს. თუ თითებზე ჩაგეჭიდათ, ამას აუცილებლად იგრძნობთ. 3-4 თვისთვის ეს რეფლექსი იკარგება.

9. რამდენად ხშირად იბადებიან ბავშვები
ყოველ 3 წამში დედამიწაზე ერთი ახალშობილი ევლინება ქვეყნიერებას. დღეში ეს ციფრი 250 000-ს აღწევს

10. როდის ჩნდებიან ბავშვები
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ამას სტატისტიკა ადასტურებს - ყველაზე ხშირად ბავშვები სამშაბათობით იბადებიან, ყველაზე იშვიათად - შაბათ-კვირას.
ბეჭდვა