ჯანმრთელობა0-დან 1 წლამდე
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი მხოლოდ ხელში იძინებს
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი მხოლოდ ხელში იძინებს
ბევრი მშობლისთვის ნაცნობია ეს პრობლემა - ახალშობილს ღრმად სძინავს მანამ, სანამ მშობელს ხელში უჭირავს. როგორც კი დედა ესდება მის საწოლში დაწვენას, ის მაშინვე იღვიძებს და ტირის. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ახალშობილები სიამოვნებით იძინებენ ძუძუს ჭამის ან ხელში დარწევის დროს. თქვენგან ხომ სითბოსა და უსაფრთხოებას გრძნობენ, ხოლო ცივ ლოგინში დაწვენის შემდეგ სწრაფად იღვიძებენ.

არადა, ბავშვს უნდა ეძინოს თავის საწოლში მყარ ზედაპირზე, ზურგზე ან გვერდზე. ეს ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია ახალშობილის მშვიდად ძილისთვის.

ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება, არ უნდა ეღვიძებოდეს ძილის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლის დროს. როდესაც მას ხელში სძინავს, ამის სწავლება შეუძლებელია.

საფანებში გახვევა

როგორ მივაჩვიოთ ახალშობილი დამოუკიდებლად დაძინებას? ბევრი მშობელი ამისთვის საფენებში გახვევას იყენებს.

როდესაც საფენებში ვახვევთ, ვახდენთ სითბოსა და დაცულობის იმიტირებას, რომელსაც ის შეიგრძნობდა ხელში ყოფნისას ან ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს. გარდა ამისა, შეხვევის დროს მას არ აქვს საშუალება ხელების ქაოტურად მოძრაობისა, რაც ძილს უფრთხობს. თუ ახალშობილმა ისწავლა გა
დატრიალება, გახვევის მაგივრად შეგიძლიათ იხმაროთ საძილე ტომარა, ან ჩააწვინეთ შედარებით პატარა საწოლში, რათა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად.

რეჟიმის დაცვა

მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. ზოგიერთი ახალშობილი 45 წუთის განმავლობაში ფხიზლობს. ამ პერიოდში უნდა მოასწროთ გამოცვლა და ჭამა. როგორც კი შეატყობთ, რომ იძინებს, მაშინვე გადააწვინეთ საწოლში.
ბეჭდვა