დამტკიცებულია, რომ მასაჟს ძალიან კარგი ეფექტი აქვს დღენაკლულ ბავშვებზე და მათ საავადმყოფოს გაცილებით ადრე დატოვებაშიც კი ეხმარება. კვლევების თანახმად, დროზე ადრე დაბადებული ბავშვები მასაჟის მეშვეობით უფრო სწრაფად ვითარდებიან და იმუნური სისტემაც უძლიერდებათ. ამიტომ, მასაჟი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო მეთოდია დღენაკლული ბავშვების განვითარებისთვის.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რჩევას, რაც ნაადრებად დაბადებულ ბავშვებს განვითარებაში დაეხმარება.
ცოტა დედამ თუ იცის, რომ ბავშვები რეფლექსოთერაპიაზე რეაგირებენ. ფეხის მსუბუქი მასაჟი მათ სწრაფად დასვენებასა და დაძინებაში დაეხმარება. ეს შესაძლებელია ყოველდღიურ პროცედურად გადააქციოთ.
როგორ უნდა გააკეთოთ?
გაუთბეთ ბავშვს ფეხები და მოიქციეთ ხელებში. თითებით ნაზად დაუზილეთ და თან დააკვირდით მის რეაქციას. შეგიძლიათ მსგავსი პროცედურა ყოველდღე გაიმეოროთ, რათა ბავშვს სტრესი შეუმციროთ.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ხშირად ეფერებიან, აჰყავთ ხელში და ათამაშებენ, უკეთესი ფსიქიკა და ნერვული სისტემა აქვთ.
"დავადგინეთ კავშირი დედობრივ სიყვარულსა და ჰიპოკამპის ზომას შორის ჯანმრთელ ბავშვებში. უდაოა, რომ ამას ძალიან კარგი ეფექტი აქვს", - წერს ბავშვთა ფსიქიატრი ჯოან ლუბი.
ზრდასრული ადამიანები ხშირად მიმართავენ მასაჟს სტრესის შესამცირებლად. პატარებშიც მსგავსი ეფექტი აქვს. როდესაც მას მასაჟს უკეთებთ, პატარა თავს დაცულად გრძნობს. ეს არის საუკეთესო საშუალება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ გაზები და შეკრულობა. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიური მასაჟი ხელს უწყობს ნაადრევად დაბადებული ბავშვების ძვლოვანი სისტემის განვითარებას.
როგორ უნდა გააკეთოთ?
ბავშვი ზურგზე დააწვინეთ და ფეხის თითებიდან თავამდე თითები ნაზად აუსვით. შემდეგ დააწვინეთ მუცელზე და გაიმეორეთ იგივე. მასაჟის დროს ესაუბრეთ პატარას და უყურეთ თვალებში. ამ ხერხით ბავშვი სიმშვიდეს ინარჩუნებს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. შეგიძლიათ, რამდენჯერმე გააკეთოთ დღის განმავლობაში, თუ ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეს პროცედურა ბავშვის ზეთის დახმარებითაც გააკეთოთ, თუმცა, წინასწარ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა ალერგია კონკრეტული საბავშვო ზეთის მიმართ. ამის შესამოწმებლად, დაასხით რამდენიმე წვეთი კანზე და დააკვირდით მის რეაქციას.
როდესაც ბავშვს მკერდზე იწვენთ, ეს არა მხოლოდ სახალისოა მისთვის, არამედ ეხმარება კიდეც კუნთების გაძლიერებაში. თუ ამას ხშირად გააკეთებთ, ამ გზით ბავშვი უფრო სწრაფად ისწავლის დაჯდომასა და ცოცვას.
როგორ უნდა გააკეთოთ ეს?
დაბადებიდანვე შეგიძლიათ ხშირად დაიწვინოთ მკერდზე და ნელ-ნელა ეს დრო გაზარდოთ. ყოველთვის გააკონტროლეთ ეს პროცესი. გარკვეული დროის შემდეგ, ბავშვი მზად იქნება იატაკზე დასაწოლად. მოათავსეთ პლედი ან რბილი გადასაფარებელი, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად წამოდგომის შემთხვევაში თავი არ დაარტყას.
ფსიქოლოგი, ტრეის კესელი ამბობს: "ავტომობილის ძრავა და მისგან წარმოქმნილი ვიბრაცია ისაა, რაც ბავშვებს სიამოვნებთ“.
ზაფხულის პერიოდში მწერების ნაკბენი შესაძლოა რეალურ პრობლემად გადაიქცეს ბავშვებისთვის. საჭმელი სოდისა და წყლის ნაზავი დაეხმარება ტკივილის შემცირებაში. ასევე, ხსნის შეშუპებას.
როგორ უნდა გააკეთოთ?
შეურიეთ 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა ცოტა წყალს, რომ სქელი მასა მიიღოთ. წაუსვით კანზე. გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ნოტიო ბამბით მოაშორეთ კანიდან.
ბევრი მშობელი ბავშვის წამოტირებასაც კი მიიჩნევს სიგნალად, რომ მას შია. ექიმების აზრით, მსგავსი ქმედება დიდი პრობლემაა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბწონიანობა ბავშვებში. უნდა გახსოვდეთ, რომ ტირილის მიზეზი შეიძლება დაღლილობა და დისკომფორტი იყოს.
რა შეგიძლიათ სცადოთ ჭამის ნაცვლად?
თუ ცოტა ხნის წინ აჭამეთ, მაგრამ მაინც ჭირვეულობს, ათამაშეთ ან ხელში აიყვანეთ, ან გაასეირნეთ. დაეხმარეთ განტვირთვაში.