- ჩასვით მანეჟში და აჩვენეთ სათამაშო, იგი უნდა ადგეს თავისუფლად, მანეჟის მოაჯირის დახმარებით, და გამოგიწოდოთ ხელი. ასევე უნდა დადიოდეს მანეჟის ირგვლივ მოაჯირის დახმარებით.
- ჩაკიდეთ ერთი ხელი და შეეცადეთ მასთან ერთად გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი. 12 თვის პატარა შეძლებს ამ დავალების შესრულებას, თუმცა მისი ნაბიჯები არ იქნება გამართული და მყარი.
- დასვით თქვენი პატარა და ცოტა მოშორებით, ისე, რომ თავისუფლად მისწვდეს სამიზნეს, დაუდეთ წინ ორცხობილა. იგი გადაიხრება წინ, გაშლის ყველა თითს და ჩასჭიდებს ხელს ორცხობილას. ეს უნარი უნდა ჰქონდეს განვითარებული ორივე ხელზე.
- დაჯექით მაგიდასთან და კალთაში ჩაისვით ბავშვი. მაგიდაზე დადეთ სათამაშო, რომელსაც მობმული ექნება თოკი. დადეთ ისე, რომ მხოლოდ თოკს სწვდებოდეს ბავშვი. რომ მივივიქციოთ მისი ყურადღება, სათამაშო გავამოძრაოთ წინ და უკან. პატარამ უნდა მოკიდოს ხელი თოკს და მოიზიდოს სათამაშო თავისკენ.
- აიღეთ ცარიელი ყუთი და რამდენიმე სათამაშო. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება. აიღეთ და სათითაოდ ჩაყარეთ სათამაშოები ყუთში. შემდეგ მიუტანეთ ყუთი ახლოს, მიეცით სათამაშო და სთხოვეთ გაიმეოროს იგივე. მან თავისუფლად უნდა გაართვას თავი დავალებას. თუ გაუჭირდა, დაეხმარეთ და გაუმეორეთ რამდენჯერმე.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ