რამდენიმე მარტივი წესი ამის გამოსაცნობად ჩაუტარეთ პატარას რამდენიმე მარტივი წესი ამის გამოსაცნობად:
ჩასვით მანეჟში და აჩვენეთ სათამაშო, იგი უნდა ადგეს თავისუფლად, მანეჟის მოაჯირის დახმარებით, და გამოგიწოდოთ ხელი. ასევე უნდა დადიოდეს მანეჟის ირგვლივ მოაჯირის დახმარებით. ჩაკიდეთ ერთი ხელი და შეეცადეთ მასთან ერთად გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი. 12 თვის პატარა შეძლებს ამ დავალების შესრულებას, თუმცა მისი ნაბიჯები არ იქნება გამართული და მყარი. დასვით თქვენი პატარა და ცოტა მოშორებით, ისე, რომ თავისუფლად მისწვდეს სამიზნეს, დაუდეთ წინ ორცხობილა. იგი გადაიხრება წინ, გაშლის ყველა თითს და ჩასჭიდებს ხელს ორცხობილას. ეს უნარი უნდა ჰქონდეს განვითარებული ორივე ხელზე. დაჯექით მაგიდასთან და კალთაში ჩაისვით ბავშვი. მაგიდაზე დადეთ სათამაშო, რომელსაც მობმული ექნება თოკი. დადეთ ისე, რომ მხოლოდ თოკს სწვდებოდეს ბავშვი. რომ მივივიქციოთ მისი ყურადღება, სათამაშო გავამოძრაოთ წინ და უკან. პატარამ უნდა მოკიდოს ხელი თოკს და მოიზიდოს სათამაშო თავისკენ. აიღეთ ცარიელი ყუთი და რამდენიმე სათამაშო. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება. აიღეთ და სათითაოდ ჩაყარეთ სათამაშოები ყუთში. შემდეგ მიუტანეთ ყუთი ახლოს, მიეცით სათამაშო და სთხოვეთ გაიმეოროს იგივე. მან თავისუფლად უნდა გაართვას თავი დავალებას. თუ გაუჭირდა, დაეხმარეთ და გაუმეორეთ რამდენჯერმე. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ პატარები კარგად რეაგირებდნენ თხოვნაზე და არა ბრძანებაზე. თუ ზემოთ ჩამოთვლილი დავალებებიდან ბავშვმა ვერცერთის შესრულება ვერ შეძლო, მიმართეთ ექიმს. ხოლო თუ ცოტა გაუჭირდა, ნუ შეგეშინდებათ. კონკრეტული ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია, სხვა დანარჩენი უბრალო ნორმაა, რომლის მცირედი გადაცდენა საგანგაშო არ არის. მთავარია, ბავშვს დაკვირვებული მშობელი ჰყავდეს და არაფერი გამოეპაროს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ