ხშირი ავადობა - მიმართვა იმუნოლოგთან თუ გაკაჟება?
ხშირი ავადობა - მიმართვა იმუნოლოგთან თუ გაკაჟება?
შეკითხვა ექიმ კომაროსკის: 

- ბავშვი 11 თვისაა. ხშირად ავადმყოფობს (განსაკუთრებით ბრონქიტით). ექიმი ყოველ ჯერზე უნიშნავს ანტიბიოტიკებს. მშობიარობამ კარგად ჩაიარა, ბავშვი დროული და ჯანმრთელი დაიბადა. დღემდე ძუძუთი იკვებება. რა შეიძლება იყოს ხშირი ავადმყოფობის მიზეზი? უფროს გოგონას (6 წლისაა) გამუდმებით მოაქვს ბაღიდან სხვადასხვა ინფექცია, მაგრამ ის არ ავადმყოფობს ხშირად. ჩავაბარეთ სისხლისა და შარდის ანალიზები. ყველაფერი ნორმაშია. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, იქნებ იმუნოლოგს მივმართო? ველოდები თქვენს რეკომენდაციებს. პატივისცემით - დედა.
mshoblebi
პასუხი:
- გაციება -
დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის გადაციება - ჰიპოთერმიაა. ნაკლებად სარწმუნოა, რომ 11 თვის ბავშვი ყოველ თვე ჰიპოთერმიით ხდებოდეს ავად. გასაგებია, რომ თქვენი ბრონქიტი უფრო ინფექციურია, რომელიც უფროს გოგონას მოაქვს ბაღიდან. რა ინფექციებია ისინი? უმრავლეს შემთხვევაში ეს არის მწვავე ვირუსული (!) რესპირატორული ინფექცია. ვირუსული ინფექციები არასდროს და არც ერთ შემთხვევაში არ იკურნება ანტიბიოტიკებით, მით უმეტეს ინიექციურით. მთავარია გაიგოთ: ნორმალურ და სწორი მკურნალობის შემთხვევაში მწვავე რესპირატორულ დაავადება არ წარმოადგენს წამლებით მკურნალობის აუცილებლობას. ამ დროს საჭიროა: საკმარისი რაოდენობის წყლის (სითხის), ოთახში ოპტიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება, ნაკლები საკვებისა და მეტი სითხის მიწოდება, ცხვირის ხშირი გამორეცხვა მარილიანი ხსნარებით. ხშირ შემთხვევაში ეს ღონისძიებები საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვი 4-5
დღეში გამოჯანმრთელდეს. თუ ყოველ მწვავე რესპირატორულ დაავადებაზე ანტიბიოტიკების ინიექციებს გაუკეთებთ ბავშვს, მაშინ მართლა რაიმე უნდა მოიმოქმედოთ. რა? იმუნოლოგთან კი არ უნდა წახვიდეთ, არამედ ბევრი იკითხოთ, გაერკვეთ, გაიგოთ, თუ რა დაავადებები არსებობს და რა უნდა მოიმოქმედოთ კონკრეტულ შემთხვევაში მაშინ, როცა ვერ თანამშრომლობთ ექიმთან... უნდა გააკაჟოთ ბავშვი ზაფხულშივე, სუფთა ჰაერზე ატაროთ ხშირად, კვებოთ ჯანსაღად, ნატურალური და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით...
594
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Nino
1
ძAფხულშI დასასვენებლად მთAშI წAსვლა მაგრად შVელის
14:59 / 01-02-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?