ჯანმრთელობა0-დან 1 წლამდე
როდის და როგორ გავუკეთოთ მასაჟი ჩვილს – პრაქტიკული რჩევები
როდის და როგორ გავუკეთოთ მასაჟი ჩვილს – პრაქტიკული რჩევები
სჭირდება თუ არა ბავშვს მასაჟი? ამ საკითხზე არაერთი განსხვავებული აზრი არსებობს. პედიატრების ნაწილი მშობლებს ჩვილებისთვის პროფესიონალური მასაჟის გაკეთებას ურჩევს, ნაწილი კი აღნიშნულის წინააღმდეგია. ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ ნებისმიერი ჯანმრთელი ბავშვისთვის რეკომენდებულია გამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკური მასაჟი, რომლის გაკეთებაც თავად დედას შეუძლია. ეს ეხმარება არა მარტო ბავშვის განვითარებას, არამედ, დედასა და შვილს შორის მეტი ემოციური კავშირის დამყარებას.

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მასაჟი?

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მასაჟის დაწყების საუკეთესო დროა 4 კვირიდან 6 თვემდე. ერთ თვემდე ასაკის ბავშვის კანი ადვილად შეღწევადია
ბაქტერიებისთვის და მასზე ზედმეტ კონტაქტსა და შეხებას უნდა მოერიდოთ. ერთი თვიდან კი ბავშვს ჭიპი მომშრალი და მოშუშებული აქვს, კანი ნაკლებად მგრძნობიარეა, კანის ბარიერი უფრო ძლიერია და თავად პატარაც დადებითად რეაგირებს შეხებაზე.

რატომ არის მასაჟი სასარგებლო

  • ადუნებს კუნთებს და ხსნის სტრესს;
  • აუმჯობესებს ნერვულ სისტემას. ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას;
  • ეხმარება ბავშვს მშვიდად იძინოს: დადასტურებულია, რომ ბავშვებს მასაჟის შემდეგ უკეთესად სძინავთ.
  • აძლიერებს იმუნიტეტს: ვირუსების წინააღმდეგ საუკეთესი საპროფილაქტიკო საშუალება ზურგისა და მკერდის მასაჟი, ასევე ხელების ვარჯიშია. ამ დროს ხდება ფილტვების ვენტილაცია, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, რაც იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა.

როდის გავუკეთოთ მასაჟი?

მასაჟის გაკეთება რეკომენდებულია, როდესაც პატარები კარგად გამოღვიძებულები და დასვენებულები
არიან. ეცადეთ, შეარჩიოთ ორ კვებას შორის შუალედი, ჭამამდე არანაკლებ 15 წუთით ადრე და ჭამიდან მინიმუმ 45 წუთის შემდეგ.
მასაჟი კეთდება განიავებულ ოთახში, მშვიდ გარემოში. ტემპერატურა არ უნდა იყოს 22⁰ -23⁰ С-ზე ნაკლები. მასაჟი კეთდება მყარ, თბილ ზედაპირზე. დედას უნდა ჰქონდეს სუფთა, თბილი ხელები და დაჭრილი ფრჩხილები. გამოიყენეთ მასაჟისთვის განკუთვნილი ზეთი, რომელიც უნდა შეათბოთ ხელში.

რომელი ზეთი გამოვიყენოთ მასაჟის დროს?

ჩვილისთვის განკუთვნილმა არასწორად შერჩეულმა პროდუქციამ შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვს, გააღიზიანოს კანი ან გამოიწვიოს ალერგია. უმჯობესია ენდოთ ევროპულ ხარისხს. ერთ-ერთ წამყვანი გერმანული ბრენდის "ბიუბხენის" შეფუთვაზე მითითებულია ინფორმაცია, რომ პროდუქცია არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, საღებავებს,  კონსერვანტებს, პარაბენებს, სინთეზურ არომატიზატორებს. არის pH ნეიტრალური და  იდეალურად შეესაბამება  ბავშვის ნაზ, დაუცველ კანს. სწორედ ამ პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. უშუალოდ მასაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ "ბიუბხენის" ახალშობილის ზეთი ან საბავშვო კოსმეტიკური ზეთი "კალენდულა". მათ შემადგენლობაში შემავალი ბიო-კალენდულას ექსტრაქტი, კარიტეს, მზესუმზირის და ნუშის ზეთები ატენიანებენ და კვებავენ კანს, ხელს უწყობენ მის რეგენერაციას.
mshoblebi

როგორ გავაკეთოთ მასაჟი?

  • ასწიეთ ბავშვის ფეხი, კოჭის მიდამოში მოკიდეთ ერთი ხელი, მეორე ხელის მტევანი კი წრიულად ჩაავლეთ და დაიწყეთ ნაზი ხელსმა ზევიდან ქვევით. რამდენიმე გადასმის შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.
  • ფეხისგულზე ცერა თითი უსვით ქუსლიდან თითების მიმართულებით. შემდეგ ყველა თითი წრიული მოძრაობით დაუზილეთ.
  • ნაზი "დაუთოვების" პრინციპით ხელები გულმკერდიდან მუცლის მიმართულებით უსვით, ისე, რომ ერთი ხელის აღებისას მეორე მუცელზე რჩებოდეს - ასე ბავშვთან კონტაქტს ინარჩუნებთ. ერთი ხელი მენჯზე დაადეთ, მეორე ხელის თითებით კი მუცლის რბილ ნაწილზე "უკაკუნეთ", სასურველია, რაიმე საბავშვო სიმღერის რიტმს ააყოლოთ. შეასრულეთ მსუბუქი ხელსმა მუცელზე საათის ისრის მიმართულებით.
  • ხელის ნაზი მოძრაობით მკერდზე გული "დაახატეთ". იწყებთ მკერდის ცენტრალური ნაწილიდან და ამთავრებთ ფერდთან. ფორმას რომ "მოხაზავთ", თითებით უკუმოძრაობაც გააკეთეთ.
  • მოკიდეთ ხელი მაჯაზე და მეორე ხელით მხრიდან მაჯამდე უსვით. შემდეგ ხელები შეცვალეთ. გაუხსენით ხელისგული და ცერით მსუბუქად დაუზილეთ მაჯიდან თითების მიმართულებით. გაუსწორეთ თითები და თითოეული თითი დაუზილეთ ძირიდან წვერამდე.
  • ორი ხელით მსუბუქი ხელსმითი მასაჟი გააკეთეთ ზურგზე. შემდეგ ერთი ხელი დუნდულებზე დაადეთ, მეორე ხელით კი განივი მოძრაობები შეასრულეთ.
  • მასაჟის დასასრულს, დაიკავეთ ბავშვის თავი და გადაუსვით ხელი შუიდან ნიკაპის მიმართულებით; ორივე ხელის ცერა თითის ბალიშები კი- შუბლის შუა ნაწილიდან ლოყებისკენ. ორივე ხელის ცერა თითის ბალიშები მსუბუქად წაუსვით ზედა ტუჩის ზემოთ, ცენტრიდან პირის კუთხეებისკენ, ე.წ. "ღიმილის გამოსახვა". ანალოგიური მოძრაობები გაიმეორეთ ქვედა ტუჩის შემთხვევაში.
ბეჭდვა