რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისთვის ბამბის ტამპონით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში
რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისთვის ბამბის ტამპონით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში
ჩვილებში შარდის შეგროვება მართლა რთული მისიაა. პატარა ხომ თქვენს თხოვნასა და სურვილს მოშარდვასთან დაკავშირებით ვერაფრით დაემორჩილება?!
არადა, ექიმმა სწორედ შარდის ანალიზის ჩატარება გირჩიათ.

შარდის ასაღებად და შესაგროვებლად ორი მეთოდი არსებობს - შეგროვება კონტეინერში (ქილაში, რომელსაც სახურავი აქვს) და შეგროვება სპეციალურ პაკეტ-კოლექტორში, რომელიც ჩვილის შორისის მიდამოში მაგრდება. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ადვილი მოსახმარია.

რა დაგჭირდებათ?

  • მისაწებებელი პაკეტი-კოლექტორი
  • შარდის შესაგროვებელი ქილა-კონტეინერი

როგორ ავიღოთ მასალა კვლევისათვის

  • პირველ რიგში, დაიბანეთ ხელები
  • ჩვილი ჩაბანეთ, გამშრალეთ. დააწვინეთ ზურგზე.
  • გახსენით პაკეტის შეფუთვა, მოხსენით პაკეტის მისაკრავად განკუთვნილ ბოლოებს წებვადი ლენტი.
  • კოლექტორი უნდა მიამაგროთ შორისის
    მოდამოში ისე, რომ გოგონას სასქესო ბაგეებს სრულად ფარავდეს, ხოლო ვაჟებში სასქესო ასო მოთავსებული იყოს მის შიგნით.
  • პაკეტის ზემოდან არ ჩააცვათ საფენი, რათა მისი მიჭლყეტა არ მოხდეს. ამ შემთხვევში შარდს ვერ შეაგროვებთ.
  • მოშარდვას დააჩქარებთ, თუ პატარას ძუძუს, ხელოვნურ ნარევს ან რაიმე სითხეს მისცემთ.
  • მოშრადვამდე ბავშვი ხელში ვერტიკალურად გეჭიროთ, რათა პაკეტიდან შარდის გადადინება და დაკარგვა არ მოხდეს.
  • მოშარდვის შემდეგ მოხსენით პაკეტი, გადაასხით შიგთავსი სტერილურ ქილაში და რაც შეიძლება სწრაფად წაიღეთ ლაბორატორიაში.

რა არ შეიძლება


დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მოხმარებამდე არ მოხსნათ თავსახური ქილა-კონტეინერს.
საქმის გასაიოლებლად საფენის ქვეშ არ მოათავსოთ ნაჭერი ან ბამბის ტამპონი, რომელსაც მოშარდვის შემდეგ გაწურავთ. ამგვარად აღებული შარდი
დაბინძურებულია ბაქტერიებით და რაც მთავარია, გაფილტრულია, შესაბამისად, ანალიზის პასუხი აუცილებლად მცდარი იქნება.

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე
735
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი