უნიკალური მასაჟი ბავშვის დასამშვიდებლად - რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის ზურგს და ფეხს
უნიკალური მასაჟი ბავშვის დასამშვიდებლად - რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის ზურგს და ფეხს
ცნობილია, რომ ადამიანის ხელისა და ფეხის გულზე არის წერტილები, რომელიც მისი სხეულის სხვადასხვა ადგილს და სხვადასხვა ორგანოს უკავშირდება და მათზე ზემოქმედებით წერტილოვანი მასაჟის სპეციალისტები ნამდვილ სასწაულებს ახდენენ.
ასევეა ბავშვის შემთხვევაშიც. სანამ მთავარ თემას მივადგებით, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – ზურგის მასაჟი საუკეთესო საშუალებაა ბავშვის დასამშვიდებლად, როცა ძალიან არის გაღიზიანებული, აგზნებული. ზურგზე მოეფერეთ, ძილის წინაც შეგიძლიათ ზურგი მსუბუქად დაუმასაჟოთ და მშვიდად ჩაეძინება.

გარდა ამისა, შეიძლება, ბავშვის ფეხის გულზე გაკეთებული მასაჟით ის არა მხოლოდ
დავამშვიდოთ, არამედ თუ რამე სტკივა, იმ ადგილებზეც დადებითად ვიმოქმედოთ და გავაყუჩოთ კიდეც. შეხედეთ სქემას და მიხვდებით, რომელი წერტილები რომელ ადგილს უკავშირდება, შესაბამისად, მათი მასაჟი იმ ადგილის ტკივილს აყუჩებს.

1 – ცხვირი და ყელი
2 – კბილები და თავი
3 – მზის წნული
4 – მუცლის ზედა ნაწილი
5 – მუცლის ქვედა ნაწილი
6 – მენჯის მიდამოები
3612
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?