დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ხშირად წერს სხვადასხვა გავრცელებულ მითსა და მცდარ შეხედულებაზე. ასევე ეხება აქტუალურ თემებს, რომლებიც ბევრს აღელვებს. და კომპეტენტური აზრის მოსმენა ყოველთვის საინტერესოა. ამჯერად მან ახალშობილთა ჰემანგიომის შესახებ ისაუბრა:
"ახალშობილი ბავშვის ჰემანგიომა
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ხშირად მშობლებს ამ ასაკის ბავშვებში ურჩევენ ქირურგიული გზით ჰემანგიომის მოშორებას, რაც ყოვლად გაუმართლებელია და შედეგი შესაძლოა კოსმეტიკურად უფრო უარესი იყოს, განსაკუთრებით, თუ ჰემანგიომა სახეზე ან კისერზეა ლოკალიზებული.
მკურნალობის მეთოდი ამ შემთხვევაში მოცდითი დაკვირვებაა (watchful waiting approach).
უმეტეს შემთხვევაში ჰემანგიომა განიცდის სპონტანურ რეგრესს მკურნალობის გარეშე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები - პირველი სურათი თვეების ბავშვი, მე-2 სურათი იგივე ლამაზი ბავშვი 5 წლის ასაკში მკურნალობის გარეშე.
ასე რომ, სპეციალისტის სწორი რეკომენდაცია და პაციენტის სწორი განათლება ძალზე მნიშვნელოვანია".