რატომ არის ბავშვისთვის აუცილებელი ომეგა-3-ის მიღება? - დარღვევები, რომელსაც მისი დეფიციტი იწვევს - მშობლები

რატომ არის ბავშვისთვის აუცილებელი ომეგა-3-ის მიღება? - დარღვევები, რომელსაც მისი დეფიციტი იწვევს

2020-04-03 06:58:47+04:00

კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვების 80% იმეგა-3-ის ნაკებობას განიცდის, რაც მათ ჰარმონიულ განვითარებას აფერხებს.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებითვის არის საჭირო. ხშირად, ზრდასრულებში ომეგა-3-ის ნაკლებობა თმისა და ფრჩხილების სისუსტეს იწვევს. ბავშვებში კი შეიძლება ისეთი სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიც არის მხედველობის, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარების დაქვეითება. ასევე, ინტელექტუალური მონაცემების, ქცევის, აღქმის, მეტყველებისა და წერა-კითხვის უნარების შენელება. შესაბამისად, მისი დეფიციტის შევსება აუცილებლობას წარმოადგენს.

ექიმები ხშირად გვირჩევენ ისეთი პროდუქტების მიღებას, რაც დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს შეიცავს, რადგან მას ჩვენი ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს და მხოლოდ გარედან დამატებაა შესაძლებელი. მედიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ომეგა-3-ის ბავშვებისთვის მიწოდებაზე, რადგან მათი ზრდა-განვითარებისთვის ის აუცილებელ კომპონენტს შეადგენს.

ომეგა-3-ის 4 მთავარი უპირატესობა:

აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს

ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა (ADHD) - ეს არის ბავშვებში გავრცელებული ცნობილი მდგომარეობა, რაც მათ სწავლაში, სამყაროს შეცნობასა და უბრალოდ, კომნუნიკაციაში უშლით ხელს.

კვლევებით დადასტურდა, რომ ომეგა-3 ამ დაავადების რეგრესს უწყობს ხელს.

შეუძლია ასთმის სიმპტომების შემცირება

ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში მკერდის მიდამოს ტკივილი, სუნთქვის გაძნელებით, ხველითა და ქოშინით ხასიათდება. კვლევებმა უჩვენა, რომ ომეგა-3-ის სისტემატურად მიღებიდან 10 თვის შემდეგ, ბავშვებში ასთმის სიმპტომები შემცირდა.

აუმჯობესებს ძილის ხარისხს

ძილთან დაკავშირებული პრობლემები 18 წლის ასაკის ქვემოთ ბავშვების 4%-ს აწუხებს. კვლევის თანახმად, 395 ბავშვის სისხლში ომეგა-3-ის დაბალი შემცველობა ძილთან დაკავშირებით პრობლემების მაპროვოცირებელი იყო. მისმა 16 კვირის განმავლობაში მიღებამ კი ძილის დარღვევები მნიშვნელოვნად შეამცირა.

mshoblebi

აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას

ომეგა-3 ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. 6-თვიანმა კვლევამ დაადასტურა, ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტებით მუდმივად კვების შედეგად, 183 ბავშვის ვერბალური და მეხსიერებითი უნარები გაუმჯობესდა.

რა სახით უნდა მივაწოდოთ ბავშვს ომეგა-3?

უმჯობესია, თუ ბავშვი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მჟავას საკვებისგან მიიღებს და არა მედიკამენტის სახით. შეგვიძლია, ის პატარებს ფაფებითაც მივაწოდოთ. ამისათვის კი უნდა შევარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ამ ნივთიერებას შეიცავს. ერთადერთი ფაფა, რომელშიც ომეგა-3-ის დღიური დოზაა გათვალისწინებული Heinz-ის პროდუქტია.

ბავშვს ომეგა-3 თვეების ასაკიდან ესაჭიროება, ამიტომ სასურველია, რომ თავდაპირველად ფაფების სახით მივაწოდოთ, შემდეგ კი მისი ასაკისთვის შესაბამისი პროდუქტების მეშვეობით.

mshoblebi

ამასთან, უკვე მოზრდილმა ბავშვებმა ომეგა-3-ის აუცილებელი დოზის მისაღებად, რეკომენდებულია, მიირთვან თევზი, თხილი; მათთვის სადილის მოზამზადებლად გამოვიყენოთ მხოლოდ სიმინდისა და ზეითუნის ზეთები. ეს პროდუქტები მათ ამ აუცილებელი ნივთიერების ათვისებაში დაეხმარებათ.