ბავშვთა პროდუქტების შერჩევა და ყიდვა საკმაოდ რთულია. ამ დროს გონივრული ბალანსი უნდა დაიცვათ სილამაზესა და ხარისხს შორის და ყურადღება მიაქციოთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდის ისტორია, საერთაშორისო აღიარება, შემადგენლობა და კიდევ არაერთი დეტალი, რომელიც საბოლოოდ ხარისხს განაპირობებს. სასურველია, გაითვალისწინოთ სხვების გამოცდილებაც, თუმცა ამ დროს უნდა ენდოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ხარისხი მთავარი პრიორიტეტია. ახლა კი ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც პატარებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენას მარტივად შეძლებთ.
მიუხედავად ამისა დღეს ჯერ კიდევ ბევრი კომპანია იყენებს მას წარმოებაში. სწორედ ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ბოთლის შემადგენლობას. მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები, როგორიცაა „ნუკი“ წარმოებაში იყენებს მინას. ამ ბრენდმა ევროკავშირის რეგულაციამდე თქვა უარი საკუთარ პროდუქციაში BPA-ის გამოყენებაზე. მინის გარდა ასევე უსაფრთხო მასალაა პოლიპროპილენი, რომელიც გამძლეა და არ შეიცავს ბისფენოლს. ბისფენოლ-A-ს არ შეიცავს “ნუკის” მატყუარას დეტალები-ტუჩსადები და რგოლი, ისევე როგორც ბავშვის სასწავლო ჭურჭელი და სხვა აქსესუარები.
ყველაზე რთული სათამაშოების არჩევაა, რადგან ბაზარი გაჯერებულია უხარისხო პროდუქციით. ყველგან იყიდება სათამაშოები, რომელთა ხარისხი არ კონტროლდება და არც არავინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს აღნიშნულმა პროდუქტმა თქვენს პატარას. ხარისიანი სათამაშო, რომ იყიდოთ გაითვალისწინეთ: სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, რომელზეც მწარმოებლის, მასალის შესახებ იქნება ინფორმაცია; შეღებილი სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს ტყვიას; საღებავები, პლასტელინი, თიხა უნდა იყოს არატოქსიკური; ხარისხიან სათამაშოს არ უნდა ჰქონდეს ბასრი კუთხეები; თუ სათამაშოს ელემენტები აქვს, ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს დაცული ბავშვის შეხებისგან.