ყველამ იცის, რომ შვრია სასარგებლო პროდუქტია და ცდილობენ ის ბავშვის კვების რაციონის შეუცვლელი ნაწილი გახდეს. თუმცა დეტალურად მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. ეს არის ბურღულეული, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბავშვის პირველი ფაფაა ხოლმე.
შვრია მდიდარია მცენარეული ცილებით, კალიუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, რკინით, B ჯგუფის ვიტამინებით. აღნიშნული საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს ენერგიის მატებას. შვრია ხასიათდება მაღალი შეთვისების უნარით და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის შემსუბუქებას. ეს ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მშობლები შვრიას აფასებენ და ბავშვთა კვების განუყოფელ ნაწილას აქცევენ. ეს არის ბურღულეული, რომელიც შედარებით ნაკლებად შეიცავს სახამებელს. შეიცავს დიდი რაოდენობით ხსნად უჯრედისს, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
შვრია საუკეთესო საუზმეა ბავშვისთვის, რადგან შეიცავს E, B ვიტამინებს, თუთიას. ეს ყოველივე ბავშვს ეხმარება ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში. შვრიით ფაფის მომზადების გარდა, შეგიძლიათ ის ღვეზელში, ოლადებში აურიოთ, თხილეულთან ერთად მოშუშოთ ცხელ ტაფაზე და იოგურტით ან რძით მისცეთ პატარას.
ბავშვთა კვებაში შვრიის დამატება 5 თვიდან არის შესაძლებელი. თავდაპირველად პატარას ქარხნული წესით მომზადებული მზა ფაფები უნდა მისცეთ, თუმცა 2–3 თვის შემდეგ შეგიძლიათ უკვე სახლში მომზადებული შვრიის ფაფა შესთავაზოთ. ამ ბურღულეულის სარგებლის სრულად მისაღებად აუცილებელია მაღალი ხარისხის შვრიით მოამზადოთ ფაფა. სასურველია თუ ორგანულ შვრიას გამოიყენებთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფინური ბრენდის Helsinki Mills–ის ორგანული შვრიის ფაფები. „ჰელსინკი მილსის“ ფაფები ნარჩევი ბიო ნედლეულით მზადდება. ფინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს უსუფთავესი ქვეყნების სამეულშია ყოველწლიურად თავისი ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაბინძურების დონით. სკანდინავიის ქვეყნებში, განსაკუთრებით დიიდ მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი პროდუქტის ხარისხს და შესაბამისად მეტად სანდოა. ბურღულეულისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ბიო ანუ ორგანული ნიშნით მოყვანა, რადგან ეს პროდუქტი ბავშვთა კვებაში ან ჯანსაღი კვების დროს გამოიყენება. ბიო ანუ ორგანული ნიშანი გულისხმობს თავის თავში ეკოლოგიურად სუფთა ნიადაგიდან დაწყებული, ყოველგვარი შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდებისგან თავისუფალი ნაწარმის მოყვანას დასრულებული დაფასოებამდე. როდესაც პროდუქტს ენიჭება ნიშანი ბიო, ეს ნიშნავს, რომ ნიადაგიდან საბოლოო წარმოებამდე თითოეული ნაბიჯი მკაცრად არის გაკონტროლებული.
ზოგადად, არასწორად მოყვანილი და წარმოებული პროდუქტის მომხარების დროს, მასში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება სარგებელზე მეტი ზიანი მოგიტანოთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასარგებლო შვრიაც არ იქნება თქვენი პატარებისთვის სასარგებლო თუ მას სწორად არ შევარჩევთ. გარანტირებული ხარისხი რომ მიიღოთ, უნდა შეიძინოთ ორგანული შვრია, რომელიც არ შეიცავს პესტიციდებს, სინთეზურ საღებავებს, ხელოვნურ არომატიზატორებსა და ქიმიურ კონსერვანტებს. ეს ნივთიერებები მიიღება ქიმიური რეაქციის შედეგად რაც, რა თქმა უნდა, ორგანიზმითვის და განსაკუთრებით, პატარებისთვის მავნეა.
„ჰელსინკი მილსის“ შვრიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და ის შეგიძლიათ თქვენი თქვენი და თქვენი პატარების გემოვნებას მოარგოთ. ასორტიმენტი შემდეგნაირია: ორგანული შვრიის ქატო, ორგანული შვრიის ფანტელი, ორგანული მსხვილმარცვლოვანი შვრიის ფანტელი, ორგანული 4 მარცვლოვანი ფანტელი, ორგანული შვრიის ფანტელი ხორბლის ქატოთი, ორგანული შვრიის ფანტელი ჟოლოთი და ვაშლით გლუტენის გარეშე, ორგანული შვრიის ფანტელი ჟოლოთი და მოცვით გლუტენის გარეშე,ორგანული ჟოლოთი და მოცვით.
გთვაზობთ თქვენი პატარების რაციონში შვრიის გამოყენების რამდენიმე საინტერესო რეცეპტს.
შვრიის ფაფა ბროკოლით:
კარტოფილი და ბროკოლი მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ორგანული შვრია და ხარშეთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული მასა დააბლენდერეთ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ცოტა მარილი.
შვრიის ბლინი:
დააბლენდერეთ ორგანული შვრია, დაუმატეთ კვერცხი, რძე და ცოტა მარილი. თუ თქვენი პატარას ტკბილი უყვარს, შეგიძლიათ ცოტა შაქარით დაუმატოთ. გამოაცხვეთ ორივე მხრიდან და მიეცით თქვენს პატარას იოგურტთან ან ხილთა ერთად.
არ დაგავიწყდეთ, რომ შვრია არა მხოლოდ თქვენი პატარების, არამედ თქვენთვისაც აუცილებელი პროდუქტია და ეცადეთ კვირაში 2–3–ჯერ ის მიირთვათ.