რა ვაჭამოთ პატარას ძილის წინ? – რჩევები, რომელიც ბავშვს მშვიდ ძილში დაეხმარება
რა ვაჭამოთ პატარას ძილის წინ? – რჩევები, რომელიც ბავშვს მშვიდ ძილში დაეხმარება
მშვიდი და უშფოთველი ძილი ისეთვე აუცილებელია თქვენი პატარას განვითარებისთვის, როგორც სწორი კვება. თუმცა ძილის მოწესრიგება საკმაოდ რთული საკითხია. ერთი მხრივ, ბავშვს დამოუკიდებლად დაძინების ჩვევის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროთ. მეორე მხრივ კი უნდა იზრუნოთ, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში მშვიდად ეძინოს და ხშირად არ იღვიძებდეს.
პატარს დამოუკიდებლად დაძინების ჩვევის ჩამოყალიბებაზე 4 კვირის ასაკიდან უნდა იზრუნოთ. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 4 თვის ასაკიდან კი აუცილებელია შექმნათ ძილისწინა რიტუალი, რომელიც ბავშვს დაამშვიდებს, ძილისთვის მოამზადებს. აღნიშნული რიტუალი მოიცავს კვებას, აბაზანას, კითხვას...
პირველი წესი, რომელიც მშვიდ ძილს
უზრუნველყოფს, არის სწორი ძილისწინა კვება. პატარა არასდროს დააძინოთ მშიერი. ბავშვი მშიერი ვერ მოისვენებს და ღამის განმავლობაში ხშირად გაიღვიძებს. თუმცა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, თუ რას აჭმევთ ძილის წინ. მსუყე ვახშამი ისეთივე შემაწუხებელია, როგორც შიმშილი. საკვები უნდა შეარჩიოთ ისე, რომ ბავშვის კუჭი არ დამძიმდეს და მისი მონელება არ გაუჭირდეს. სწორედ ეს განაპირობებს პატარას მშვიდ ძილს. პედიატრები გვირჩევენ, რომ პატარებს ძილის წინ მივცეთ ბურღულეულის ფაფა. სასურველია ის იყოს უშაქრო და ურძეო. მარცვლეული ენერგიის წყაროა, რომელიც ორგანიზმს მთელი ღამის განმავლობაში ჰყოფნის და მას შიმშილი აღარ აწუხებს.

mshoblebi
ბრენდებმა, რომლებსაც საბავშვო პროდუქტების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს, შექმნეს
სპეციალური ძილის წინ ფაფა, რომელიც პატარების მშვიდი ძილის გარანტია. „ჰეინცის“ ძილის წინ ფაფა სამმარცვლოვანია: სიმინდის, შვრიისა და ხორბლის. გარდა იმისა რომ არ შეიცავს შაქარს და რძეს, ის არც შეიცავს არც მარილს. ძილის წინ ფაფის შემადგენლობაში შედის დამამშვიდებელი მცენარეების – ცაცხვისა და გვირილის ნატურალური ექსტრაქტი, რაც ასევე ბავშვის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. „ჰეინცის“ სხვა ფაფების მსგავსად ძილის წინ ფაფაც შეიცავს 12 ვიტამინსა და 4 მინერალს ბავშვის ზრისა და განვითარებისთვის, პრებიოტიკებს კომფორტული მონელებისთვის.
ჯანსაღი, სასარგებლო და მსუბუქი ვახშმიდან 20–30 წუთის შემდეგ, თქვენს პატარას მიაღებინეთ ძილისწინა აბაზანა. ეს მას მოადუნებს და ჩაძინება აღარ გაუჭირდება. შემდეგ ჩააწვინეთ საწოლში, ჩაურთეთ საყვარელი მუსიკა ან თქვენ უმღერეთ. 6 თვიდან შეგიძლიათ წაუკითხოთ პატარა ლექსები ან მოთხრობები, რომელიც იქნება ცხოველებზე, ფრინველებზე და გაახმოვანეთ ისინი. შემდეგ კი ჩააქრეთ შუქი და პატარას მიეცით საშუალება, რომ დაიძინოს.
მშვიდი ძილისთვის აუცილებელია, რომ აღნიშნული ძილისწინა რიტუალი ერთსა და იმავე დროს ჩაატაროთ. ასე პატარას ორგანიზმი მიეჩვევა, რომ ძილის დროა და მას ჩაძინება აღარ გაუჭირდება.
დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში უპირატესობა რელაქსაციური ტიპის თამაშებს მიანიჭეთ. აქტიური თამაში ბავშვს აფხიზლებს, ააქტიურებს და შემდეგ მას ჩაძინება უჭირს.
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ძილის წინ ოთახის განიავება, რადგან მშვიდი ძილისთვის ოთახში ჟანგბადით მდიდარი ჰაერი უნდა იყოს. რაც შეეხება ტემპერატურას, ძილის დროს ოთახის ჰაერის რეკომენდირებული ტემპერატურა დაახლოებით 18°C–22°C-ია.
თითოეული ეს საკითხი მნიშნელოვანია თქვენი პატარების მშვიდი ძილისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ უწყვეტი და მშვიდი ძილი მთელი ღამის განმავლობაში ბავშვების სრულყოფილი ფიზიკური და გონებირვი განვითარების საწიდარია.


6572
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?