რა საფრთხეებს შეიცავს ჩვილისთვის მშობლებთან ერთად ძილი
რა საფრთხეებს შეიცავს ჩვილისთვის მშობლებთან ერთად ძილი
ხშირია შემთხვევები, როცა ახალშობილს და ცოტა უფრო მოზრდილ ბავშვსაც ვერ ან არ აწვენენ ცალკე ლოგინში თუ ეტლში, და მას მშობლებთან ერთად სძინავს. ამ საკითხზე მეცნიერებს და უბრალოდ გამოცდილ ადამიანებს თავიანთი აზრი აქვთ, აი ექიმები კი სხვა სახის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.
როცა ჩვილი მშობლებთან ერთად წევს, ის ან გვერდზე წევს, დედასთან ან მამასთან ჩახუტებული, ან მუცელზე. ეს პოზები ხშირად არის საშიში, რადგან შეიძლება უცებ ისე გადაბრუნდეს, ცხვირით ქვეშ აღმოჩნდეს, ან ძალიან მიეკრას მშობელს და გაიგუდოს. უფროსისგან განსხვავებით, ბავშვი ვერ ხვდება ჟანგბადის
უკმარისობას.
ასევე არის შემთხვევები, როცა დაღლილობისგან მეტისმეტად ღრმა ძილში მყოფი დედა მოულოდნელად ზედ დასწოლია პატარას და დაუზიანებია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საწოლში, ღამით ძუძუს წოვების დროს ჩასძინებია დედას, ბავშვი მეტისმეტად მიკრულა ძუძუზე და გაგუდულა, ან დედის სიმძიმე დასწოლია. ამ ყველა შემთხვევის გამო ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ჯობს, პატარას მშობლების საწოლის გვერდით მიდგმულ ეტლში ან თავის საწოლში ეძინოს. თუ ისე ვერ იძინებს, დედას შეუძლია, ჩაიწვინოს პატარა, დააძინოს და მერე მოათავსოს ბავშვის საწოლში. ასევე მოიქცეს ძუძუს წოვების დროს – აჭამოს და დააბრუნოს თავის სამყოფელში. ასე გვერდითაც ეყოლება პატარა, და თან მას საკუთარი სივრცე ექნება. ეს ჰიგიენის თვალსაზრისითაც უკეთესი ვარიანტია და სხვადასხვა საფრთხის თვალსაზრისითაც.

ყველაზე კარგია, ბავშვს, სანამ ძალიან
პატარაა, თავის საწოლში ეძინოს გვერდულად (ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა უცვალოთ ხოლმე გვერდი, რომ ერთ მხარეს არ გაუბრტყელდეს თავი), ან ზურგზე, ოღონდ ბალიშის გარეშე, ან ძალიან თხელი, ბრტყელი ბალიში ედოს. არც ის არის სასურველი, რომ საწოლში მის გარშემო ბევრი ფუმფულა სათამაშო ან ბალიშები იყოს. შეიძლება, ღამის განმავლობაში ფეხის თუ ხელის გაქნევისას რომელიმე სათამაშო ან ბალიში ზედ დაემხოს და ამანაც ცუდი შედეგები მოიტანოს. გარდა ამისა, ფუმფულა სათამაშოების გარემოცვაში წოლა ალერგიის საფრთხესაც შეიცავს – ასეთი სათამაშოები ადვილად იღებენ მტვერს. სათამაშოებს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ბავშვს – თავისი.

mshoblebi
mshoblebi
ბავშვის საწოლში არ უნდა იყოს ზედმეტი ნივთები, ედოს მყარი ლეიბი, კვირაში ერთხელ მაინც გამოუცვალოთ თეთრეული. საწოლი იდგეს დედის საწოლის გვერდით, რომ დედას აუცილებლად ესმოდეს ბავშვის სუნთქვა და დროულად შეძლოს მასთან აღმოჩენა, როცა ბავშვს დასჭირდება.

ასევე იხილეთ: რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს - ინფოგრაფიკა და 10 წესი ბავშვის ჯანმრთელი ძილისთვის
26930
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
თეო
1
დედა რომ ერთადერთია და ა.შ მაგაში ორი აზრი არ დევს.მაგრამ რეალური რისკი რომ არის ბავშვის მშობლების საწოლში წოლის მაგაზე ორი აზრი რატომ უნდა გაჩნდეს ვერ ვხვდები.ბევრი მაგალითი ვიცი ვისაც დასძინებია ძუძუთი კვების დროს.ზოგს ისეთი ღრმა ძილი აქვს შეიძლება უბრალოდ ჩაგეძინოს,ყველა ადამიანია... და თანაც ცოლ ქმარს შორის რატომ უნდა იწვეს ბავშვი ვერ ვხვდები,საზღვარგარეთ ჩვილსაც კი თავისი ოთახი აქვს და ეს ისეთი საგანგაშო სულაც არ აის.
12:12 / 14-07-2015
inga
2
ჩემი შვილი სულ ჩემ გვერდით წევს,ღამე ხელი თუ არ მომკიდა ვერ იძინებს.თან ძუძუზე მყავს.უკვე წლის და სამი თვისაა.თუ მისი სუნთქვა არ მესმის ვერ ვიძინებ,ამიტომაც არ დავაწვინე ცალკე.ტყუილია დედას დაეძინება და ზედ დააწვებაო,დედის ფენომენი და ინსტიქტი აუხსნელია.
22:52 / 07-01-2015
მსგავსი სიახლეები