იყო მშობელი უამრავ გამოწვევას უკავშირდება და ბავშვებისთვის ახალი პროდუქტების მიცემა, ჯანსაღი კვების მიჩვევა და ხილ–ბოსტნეულის შეყვარება მხოლოდ ერთ–ერთი მათგანია. ზრდასთან ერთად იცვლება პატარების კვების რაციონი და ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათთვის ხილის გასინჯვას და შემდეგ უკვე ყოველდღიურ რაციონში სტაბილურად ჩართვას. პატარა ასაკში ბავშვებისთვის ხილის მიცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რადგან ის, თუ რამდენად ინტენსიურად მიირთმევენ მცირე ასაკში ბავშვები ხილს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მისაღები პროდუქი იქნება ის სამომავლოდ.
ეს არის ერთ–ერთი გადამწყვეტი საკითხი, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს იმას თუ რამდენად ეყვარებათ პატარებს კონკრეტული პროდუქტები. პატარებს არ უყვართ მძაფრი გემოები, ამიტომ პედიატრები გვირჩევენ, ხილი თავდაპირველად ფაფასთან ან რაიმე სხვა საკვებთან ერთად მივცეთ.
ხილიანი ფაფის მიცემის კიდევ ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ ამ დროს ბავშვს დაზუსტებით მაღალი ხარისხის ხილს ვაძლევთ. დღეს ბიო ხილის შეძენა ადვილი ნამდვილად არ არის. საბავშვო კვების სანდო მწარმოებლები კი უდიდეს ყურადღებას აქცევენ ამ საკითხს.
მაგალითად, თუ წავიკითხავთ Heinz-ის ტკბილი ფაფების (ლაკომაია) ანოტაციას, ვნახავთ, ეს არის 100% ნატურალური პროდუქტი გმო-ს, კონსერვანტების, ნიტრატების, არომატიზატორების, საღებავის გარეშე. შესაბამისად, უკვე დადასტურებით გვეცოდინება, რომ ხილი, რომელსაც აღნიშნული ფაფისთვის იყენებენ, სათანადოდ არის მოყვანილი და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ლაკომაის ფაფების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ხილი შედის და ამიტომ ბევრი მას რძიან ტკბილ ფაფებს უწოდებს. გარდა ხილისა, ის შეიცავს DSM Nutrition-ის 12 ვიტამინს და 4 მინერალს, ასევე Beneo-ს ფირმის პრებიოტიკს.
ფაფის არჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, თუ როგორი რძე არის გამოყენებული მის დასამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროდუქციის შეფუთვაზე. ბავშვთა კვების ნებისმიერი პროდუქტი და მათ შორის, ფაფაც დამზადებული უნდა იყოს ნატურალურ რძესა და ნატურალურ მშრალ რძეზე. ის არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ზეთებს, როგორიცაა: პალმის, რაფსის, ქოქოსის, სოიოს რძე. რადგან ეს ნივთიერებები განსაკუთრებულად მავნეა ჯანმრთელობისთვის და ბავშვის ზრდა–განვითარების პროცესზე მან შეიძლება არათუ პოზიტიური, არამედ მავნე გავლენაც კი იქონიოს. „ჰეინცის“ ფაფების შემადგენლობაში არც ერთი მავნე ნივთიერება არ შედის.