ზღვა ნებისმიერი ბავშვის საყვარელი კურორტია. მზიან სანაპიროზე თამაში არასდროს არის პატარებისთვის საკმარისი, თუმცა ამ დროს მშობლები განსაკუთებული გამოწვევის წინაშე დგებიან – როგორ დაიცვან პატარები მზის ულტრაიისფერი სხივებისგან ისე, რომ ზღვაზე ყოფნით პატარებმა სარგებელიც მიიღონ. ულტრაიისფერი სხივების მავნებლობის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რეალურად რა სხივებია ეს და რატომ არის მავნებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მზის სხივებისგან დაცვა მხოლოდ ზღვის სანაპიროზე არ არის საჭირო. ყოველდღიურად მზეზე გასვლისას აუცილებელია მისგან სათანადოდ დაიცვათ თავი და განსაკუთრებით დაიცვათ თქვენი პატარები.
А ნაწილის გრძელი ტალღები, დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების 90-95% შეადგენს. გააჩნია უფრო ღრმა ფენებში შეღწევის უნარი, იწვევს სხვადასხვა ალერგიების პროვოცირებას და იმუნიტეტის დასუსტებას. მას „დაბერების სხივებსაც“ უწოდებენ, რადგან ამ ტიპის სხივების კანზე მოხვედრისას, ჩქარდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი.
B ოზონის სფეროში თავისუფლად გადის, თან დროთა განმავლობაში სულ უფრო ინტენსიურად. სწორედ ის მოქმედებს კანის ზედა ფენებზე და მათში მელანინის გამომუშავების სტიმულაციას ახდენს, რაც კანის გამუქებას იწვევს. მელანინი არის ბუნებრივი ფილტრი მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად, მის გარეშე კანი გაცილებით ადრე დაბერდებოდა, ასევე კანის კიბოს გაჩენის მომეტებულ რისკს ექნებოდა ადგილი.
თუმცა, მზის სხივები გონივრულ ფარგლებში აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის და D ვიტამინის გამომუშავებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვი სასეირნოდ გაიყვანოთ, როცა მზე ნაკლებად აქტიურია-დილით 11 სთ-მდე და საღამოს 6-ის შემდეგ.
ბავშვის დამატებითი დაცვისთვის უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ A და B სხივების მოქმედების საწინააღმდეგო კომპლექსური დაცვის ფილტრებს. საქართველოს ბაზარზე ასეთია გერმანული ბრენდი „ბიუბხენი“, რომლის პროდუქცია განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის. ის შეიცავს კომბინირებულ UVA/UVB ფილტრების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან ხანგრძლივ დაცვას.
გამოიყენება ბავშვებისთვის 6 თვიდან, ასევე მოზრდილებისთვის. არის წყალგამძლე. ადვილად ნაწილდება კანზე. არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, არომატიზატორებს, საღებავებს და კონსერვანტებს. ასევე არ შეიცავს ოკტოკრილენს. ოკტოკრილენი არის ნივთიერება, რომელსაც იყენებენ კოსმეტიკურ წარმოებაში. ის გადის კანის ბარიერს და აქვს ჰორმონის მსგავსი მოქმედება. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ოკტოკრილენი იწვევს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ზრდის მელანომის წარმოქმნის რისკს. ევროკავშირის ქვეყნებში ოკტოკრილენის გამოყენება აკრძალულია.
რას ნიშნავს აბრევიატურა SPF და რადენი უნდა იყოს?
მზისგან დამცავ საშუალებებზე აღნიშნული აბრევიატურა - SPF იშიფრება, როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი (Sun Protection Factor). SPF კოეფიციენტით შეიძლება განვსაზღვროთ მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის პერიოდი შემდეგი ფორმულით: N X SPF, სადაც N -არის დრო მზეზე გასვლიდან კანის სიწითლის დაწყებამდე ანუ კანის ბუნებრივი თავდაცვის პერიოდი, რომელიც კანის ტიპზეა დამოკიდებული. ეს არის 5 წთ თეთრი კანის შემთხვევაში, 10 წთ - საშუალო კანისთვის, 15 წთ - მუქი კანისთვის. კანის ბუნებრივი თავდაცვის საშუალო დრო ბავშვებში არის 5 წუთი. მაგ; მზისგან დამცავი რძე SPF 30-ით გამოყენებისას მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის დრო არის 150 წთ ( 5X 30).
დამცავის მოქმედების დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია მისი ხელმეორედ წასმა. ბანაობის შემდეგ კანის პირსახოცით გამშრალების შემთხვევაშიც, აუცილებელია დამცავის თავიდან წასმა.