დღენაკლული ახალშობილი დროულისგან გარკვეულწილად განსხვავდება. მაგალითად, მას თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს, კანი დაფარულია ღინღლით და მისი სტრუქტურა არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. რაც უფრო მცირეა დაბადებისას ბავშვის მასა და გესტაციური ასაკი, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული უმწიფრობის ნიშნები.
კანის დაცვა
დღენაკლული ბავშვის კანის დაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ის ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დასაბანი და კანის მოვლის საშუალებების სწორი შერჩევა. დედის მუცელში პატარა ხაჭოსებრი საცხით არის დაფარული, რაც მას სანაყოფე წყლებთან პირდაპირი კონტაქტისგან იცავს. ნაადრევი მშობიარობის დროს ბავშვის კანს კვლავ სჭირდება მგავსი საცხი, რომელიც მას გარემოს ზემოქმედებისგან, გამოშრობისა და ინფექციებისგან დაიცავს. დღენაკლული ბავშვები და მათი კანი ძალიან მგრძნობიარეები არიან ინფექციების მიმართ, ამიტომ კანის დაცვასთან ერთად, აუცლებელია იმ სივრცის იდეალური სისუფთავეც, სადაც იმყოფება პატარა.
რადგან დედის მუცელში პატარას ხაჭოსებრი საცხი იცავს, ჯობს რომ ნაადრევად დაბადების შემდეგაც მისთვის მსგავსი სტრუქტურის კრემი შეარჩიოთ. ასეთი სერია აქვს გერმანულ ბრენდს "ბიუბხენს". სერია "ულტრა სენსიტივი" შექმნილია ე.წ. პირველქმნილი ანუ ხაჭოსებრი საცხის ბუნებრივი მაგალითის მიხედვით.
https://bit.ly/3eXA8zt
აღნიშნული საცხი ბავშვის კანს იცავს სანაყოფე წყლებთან პირდაპირი კონტაქტისგან, დაბადების შემდეგ კი - გამოშრობისა და ინფექციებისგან. "ულტრა სენსიტივის" დაცვა თითქმის ისეთივეა, როგორიც - საშვილოსნოში. პროდუქციის განსაკუთრებულ თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კომპონენტები: ავოკადოს, ქოქოსის, ზეთის ხილის, ჟოჟობას, ინკა ინჩის ზეთები და ცერამიდი 3. აღნიშნული სერიის დამცავი კრემი "ულტრა სენსიტივი", რომელიც შეიცავს თუთიის ოქსიდს, გამოიყენება საფენის ქვეშ. კრემი ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს კანს, იცავს მას გამოყოფის პროდუქტების მოქმედებისგან, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სერია იდეალურია არა მხოლოდ დღენაკლული პატარებისთვის, არამედ ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც. განსაკუთრებული შემადგენლობისა და სტრუქტურის გამო კარგად ატენიანებს და უვლის კანს. შესაბამისად, "ულტრა სენსიტივის" სერიის პროდუქციას აქტიურად გამოიყენებენ როგორც ჩვილებისა და მცირე ასაკის ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.