- რატომ უნდა ჩავრთოთ ბავშვის რაციონში ხორცი?
- ხორცი ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მზარდი ორგანიზმისთვის მისი აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ხორცი მდიდარია ცილით, რომელიც უჯრედებისა და ქსოვილების საშენი მასალაა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს:
B ჯგუფის ვიტამინებს, ამინმჟავებს, ფოსფორს, რკინის ადვილად ასათვისებელ ფორმას. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, კარგი მხედველობისთვის. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ყველა აუცილებელ ნივთიერებას დედის რძესთან ერთად იღებს,
- რამდენი ხორცი უნდა მიიღოს ბავშვმა თითო ჯერზე?
- ეს ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული:
8 თვის ასაკში - დღეში 20-30 გრამი;
9 თვის საკში - 30-40 გრამი;
10 თვის ასაკში - არა უმეტეს 50 გრამისა;
11 თვის ასაკში - არა უმეტეს 60 გრამისა;
12 თვის ასაკში - 70 გრამი;
ერთი წლისთვის ბავშვის კუჭ-ნაწლავის სისტემა სტაბილიზდება და შეუძლია გადაამუშაოს უფრო მძიმე პროდუქტებიც, მათ შორის - თევზი. ხორცი და თევზი მონაცვლეობით უნდა შევთავაზოთ;
2 წლამდე ნაკლებსასურველია ხორცის ნახარშის, ბულიონის მიცემა, ხოლო სოსისი და ძეხვი უმჯობესია მოგვიანებით ჩავრთოთ ბავშვის რაციონში.
გაგრძელება