ბავშვისთვის დამატებითი კვების დაწყება 4–6 თვის ასაკშია რეკომენდებული. აღნიშნულის კონკრეტულად განსაზღვრა უნდა მოხდეს პედიატრთან შეთანხმებით და ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ პატარას ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მისი წონა. 6-დან 8 თვემდე ბავშვები ენერგიის 25%-ს, ხოლო 9-დან 11 თვის ასაკში ენერგიის 50%-ს სწორედ დამატებითი საკვებით იღებენ. შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვს მხოლოდ დედის რძე ან ადაპტირებული რძის ნარევი ვეღარ აკმაყოფილებს და შეიძლება დეფიციტური მდგომარეობები განუვითარდეს.
როგორც წესი, პირველი დამატებითი საკვები ბურღულეულის ფაფა არის ხოლმე. შემდეგ ეტაპზე ემატება რამდენიმემარცვლოვანი და ხილიანი ფაფები. გთავაზობთ 5 მთავარ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც ბავშვის პირველი ფაფა უნდა აარჩიოთ:
დაიწყეთ ურძეო ფაფით
მნიშვნელოვანია, რომ პატარას პირველი ფაფა იყოს ურძეო, რათა დაცული იყოთ ალერგიული რეაქციებისგან. ფაფის შემადგენლობა უნდა იყოს მინიმალური – მხოლოდ მარცვლეული, რომელიც გამდიდრებული იქნება ვიტამინებითა და მინერალებით. ბურღულეულის შემდეგ გადადით ბოსტნეულის ფაფებზე, რომელსაც სადილის ფაფასაც ეძახიან, რადგან მასში დაბლენდერებული ხორცის დამატებაც შესაძლებელია.
პირველად გაასინჯეთ წიწიბურა
დამატებითი კვება დაიწყეთ
Heinz-ის 100% ნატურალური შემადგენლობის წიწიბურის ფაფით. წიწიბურა გამოირჩევა თავისი სასარგებლო თვისებებით. შეიცავს ცილებს, სახამებელს, შაქარს, ცხიმს, უჯრედისს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, მინერალურ მარილებსა და მიკროელემენტებს, B1, B2, PP, და P ვიტამინებს. წიწიბურა მდიდარია ფოლიუმის მჟავით. სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არის პატარასთვის პირველ რიგში წიწიბურის ფაფის მიღება მნიშვნელოვანი, ხოლო მას შემდეგ რაც ამ ფაფას მიაჩვევთ, შეგიძლიათ ეტაპობრივად
Heinz-ის ურძეო ფაფების შვიდივე სახეობა გაასინჯოთ.
უპირატესობა მიანიჭეთ ქარხნულად დამზადებულ ფაფას
თვეების ბავშვს არ მისცეთ სახლში მომზადებული ფაფა. ქარხნულად დამზადებული ფაფები უფრო უსაფრთხოა, რადგან მისი მომზადების დროს დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა. სანდო ბრენდის ფაფის შერჩევისას ზუსტად გეცოდინებათ, რომ მისი ქარხნული მომზადებისას საჭირო ნორმები და სტანდარტები გათვალისწინებულია და მასში საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები იმ რაოდენობით შედის, რომელიც ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.
გაეცანით შემადგენლობას
კარგად გაეცანით ფაფის შემადგენლობას. ის დამზადებული უნდა იყოს 100% ნატურალური ინგრედიენებისგან. უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და მინერალებს. არ უნდა შეიცავდეს პალმის და რაფსის ზეთებს, გმო-ს, საღებავს, კონსერვანტებს, მავნე ნივთიერებებს. მაგალითად,
Heinz-ის ფაფების შეფუთვაზე წაიკითხავთ, რომ ის 100% ნატრალური პროდუქტია კონსერვანტების, არომატიზატორების, საღებავების და გმო–ს გარეშე.
შეარჩიეთ სანდო ბრენდი
ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ბევრი ბრენდის ფაფებია ხელმისაწვდომი. მათ შორის მომხმარებლების ერთ-ერთი რჩეულია აღიარებული და პოპულარული ბრენდი
Heinz, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ენდობიან და ირჩევენ მშობლები. მიზეზი კი ისაა, რომ კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ხარისხი და სანდოობაა. ფაფებსა და პიურეებში ისინი მხოლოდ ნარჩევ და საუკეთესო ხარისხის პროდუქციას იყენებენ.