როგორ შევარჩიოთ საბავშვო პროდუქცია? - ყველაფერი, რაც ბოთლებსა და საწოვარებზე უნდა ვიცოდეთ
როგორ შევარჩიოთ საბავშვო პროდუქცია? - ყველაფერი, რაც ბოთლებსა და საწოვარებზე უნდა ვიცოდეთ
ბავშვისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევა – მშობლების ნომერი პირველი პრიორტეტია. თუმცა ეს მარტივი შესასრულებელი ნამდვილად არ არის. ხარისხის განსაზღვრის დროს ყურადღება რამდენიმე მიმართულებას უნდა მიექცეს, მათ შორის, მწარმოებელ ბრენდს, შემადგენლობას, სერტიფიცირებას...
მშობლებისთვის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი კი ბავშვის ბოთლები და მატყუარებია. მათი ხარისხი შეიძლება განისაზღვროს შემადგენლობის გაცნობით, თუმცა მშობლებისთვის არანაკლებ საინტერესოა, რა განსხვავებაა ლატექსისა და სილიკონს მატყუარებს შორის და რომელი ჯობს, ბოთლი შუშის უნდა იყოს თუ პოლიპროპილენის...
ამ საკითხებზე საქართველოში გერმანული ბრენდის „ნუკის“ წარმომადგენლობის განმარტებებს გთავაზობთ. „ნუკი“ აწარმოებს პროდუქციას, რომელიც
ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას.

სილიკონი თუ ლატექსი?

ლატექსი გამძლე ბუნებრივი მასალა. აქვს თაფლისფერი-ყვითელი შეფერილობა. არის რბილი და თბილი შეხებისას. არის ძალიან მოქნილი და არ იხევა ადვილად. ამიტომ შესანიშნავია ბავშვებისთვის, რომლებსაც პირველი კბილები უკვე აქვთ. თავისი ბუნებრივი წარმოშობის წყალობით, ლატექსს აქვს მსუბუქი, თავისებური გემო. საკვებში შემავალი ცხიმის ან მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით ლატექსის საწოვარა ხდება ფოროვანი. თუ საწოვარა წებვანი გახდა, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
mshoblebi
სილიკონი გამჭვირვალე მასალაა, რომელიც ადვილად ირეცხება და ტემპერატურის მიმართ მდგრადია. „ნუკის“ სილიკონის საწოვრები დამზადებულია მაღალხარისხიანი სინთეზური მასალისგან. მას მზის სხივები და ცხიმი არ აფუჭებს. სილიკონის საწოვარას აქვს ნეიტრალური სუნი და გემო. თუმცა, კბილებით უფრო ადვილად ზიანდება. ამის გამო, „ნუკი“ N3 საწოვარებისთვის კბილების
მიმართ უფრო გამძლე სილიკონს იყენებს. საწოვარა პირველი დაზიანებისთანავე უნდა შეიცვალოს.
სილიკონი თუ ლატექსი? ეს გემოვნების საკითხია. ზოგი ბავშვი მხოლოდ ერთი სახეობის საწოვარას და მატყუარას ანიჭებს უპირატესობას. არ აქვს მნიშვნელობა, რისგანაა დამზადებული „ნუკის“ პროდუქცია. მთავარია, რომ ბრენდის ყველა საწოვარა და მატყუარა არის ორთოდონტული და აღჭურვილია ანტიკოლიკური სისტემით.

შუშა თუ პოლიპროპილენი?

შუშა არის ეკოლოგიური და ჰიგიენური თვალსაზრისით უსაფრთხო, გამძლე მასალა. არ იჩხაპნება ადვილად. „ნუკის“ შუშის ბოთლები განსაკუთრებული ტემპერეტურამედგობით გამოირჩევა, ამიტომ უძლებს ხანგრძლივ რეცხვას და დუღილს. ჩაის ან წვენების გამოყენების შედეგად არ იცვლის ფერს. თუმცა, შუშის ბოთლი გაცილებით მძიმეა, ვიდრე პლასტმასის ბოთლები.
mshoblebi
პოლიპროპილენის ბოთლი მსუბუქია. არის ძალიან გამძლე და მისი გაყინვაც კი შეიძლება. თუმცა, პოლიპროპილენი არაა ისეთი ტემპერატურაგამძლე, როგორც შუშა, შეიძლება გაიჩხაპნოს. არაა რეკომენდებული პოლიპროპილენის ბოთლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება ან გასტერილება. „ნუკის“ ბოთლები კარგად უძლებს დუღილს და ორთქლით სტერილიზაციას.
mshoblebi
ნუკის პროდუქციის უსაფრთხოებას მაღალი ხარისხის მასალასთან ერთად განსაზღვრავს ისიც, რომ არ შეიცავს ბისფენოლ A-ს (BPA). BPA –არის ნივთიერება, რომელიც შედის პოლიკარბონატის შემადგენლობაში და რომელთანაც გვაქვს ყოველდღიური შეხება–პროდუქტების შეფუთვა, პლასტიკატის პაკეტები, ჭურჭელი და სხვა. 2011 წლის 1 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შევიდა აკრძალვა ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქციაში ბისფენოლ A-ს გამოყენებაზე. „ნუკმა“ გაცილებით ადრე თქვა უარი ბისფენოლ A-ზე და ამ აკრძალვამდე დაიწყო მითითება საკუთარ პროდუქციაზე "არ შეიცავს ბისფენოლ A-ს". კომპანისთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. ამიტომ გამოყენებული მასალის უსაფრთხოებას უდიდეს ყურადღებას უთმობს და გულმოდგინედ ახორციელებს ყველა პროდუქტის ტესტირებას ბაზარზე გასვლამდე.

2390
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები